3 წლის ბავშვის დღიური
3 წლის ბავშვის დღიური
ხუთშაბათი
8.10. დილა. ხალიჩაზე ოდეკოლონი მოვასხი. შესანიშნავი სუნი აქვს. დედა ბრაზობს. ოდეკოლონი ამიკრძალეს.
8.45. ყავაში სანთებელა ჩავაგდე. ტაკოზე მომცხეს.
9.00. სამზარეულოში ვიყავი... იქიდან ტყვიასავით გამოვვარდი... სამზარეულოც ამიკრძალეს.
9.15. მამიკოს კაბინეტში ვიყავი. ტყვიასავით გამოვვარდი. კაბინეტგიც ამიკრძალეს.
9.30. კარადას გასაღები გამოვაძრე. ვთამაშობდი... დედამ ვეღარ იპოვა ვერსად. ვერც მე. დედამ იჩხუბა.
10.00. პომადა ვიპოვე. შპალიერი მოვხატე. ამიკრძალეს.
10.20. საქსოვიდან ჩხირი გამოვაძრე. მოვღუნე. მეორე ჩხირი დივანში შევარჭე. ჩხირები ამიკრძალეს.
11.00. რძის დალევა მაიძულეს, მე წყალი მინდოდა. მაგრად ვიყვირე. ტაკოზე მომცხეს.
11.20. შარვალში ჩავიფსი. ტაკოზე
მომცხეს. შარვალში ჩაფსმა ამიკრძალეს.
11.30. სიგარეტები ამოვყარე კოლოფიდან. გავხსენი. შიგნით თამბაქო იყო. უგემური.
11.45. ობობას დავედევნე. კედლამდე მივაღწიე. ქსელიც ვიპოვე. საინტერესო იყო. მაგრამ ამიკრძალეს.
12.15. ბეგონიას ფოთოლი მოვაჭამე. საინტერესო გემო ჰქონდა, მაგრამ ამიკრძალეს.
12.30. წვნიანი გადმოვაფურთხე. უგემური იყო. გადმოფურთხება ამიკრძალეს.
13.15. წყნარი საათი იყო. არ დამეძინა. გამოვძვერი საბნიდან და მოაჯირზე შემოვსკუპდი. გავიყინე. გაყინვა ამიკრძალეს.
14.00. ვფიქრობდი. მივხვდი, რომ ყველაფერი ამიკრძალეს. მაშ რატომ ვცხოვრობთ ჩვენ ყველანი?
ტეგები: 3 წლის ბავშვი
14082
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
gulnara
0
რა გააკეთოს ბავშვებმა ან მშობლებმა, მოთმინება, მაგრამ ბავშვის ფანტაზიას რომ არ აქვს საზღვარი!ძალიან რთულია, გამოსავალის მოძებნა კიდევ ურთულესი, ყველას მისი სიმართლე აქვს.
12:18 / 06-04-2015
ნატა
0
ვაიმე,ჩემ შვილზე წერთ?ტუმცა ცოტა სხვანაირად ვუკრძალავ,უფრო რბილად.დ.
23:06 / 05-04-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი