ქალური ლოგიკა... აუცილებლად იცნობთ თავს და სიცილს ვერ შეიკავებთ
ქალური ლოგიკა... აუცილებლად იცნობთ თავს და სიცილს ვერ შეიკავებთ
ერთ დღეს გადავწყვიტე, უბრალო სალათი მომემზადებინა და ოჯახის წევრები გამეხარებინა. ქათმის სალათი. ცოტა მოხარშული ქათამი მქონდა დარჩენილი, აღარავინ ჭამდა და ბარემ, გამოვიყენებ-მეთქი. სალათს ანანასი სჭირდებოდა. ქილიდან ამოვიღე ანანასი, წვენი დარჩა. დავლიო? არ მინდა... გადავღვარო? ცოდოა..
გამახსენდა ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც ზუსტად ანანასის წვენი სჭირდებოდა. გამოვაცხვე. მაგრამ რატომღაც კვერცხის გული იყო მხოლოდ საჭირო, ცილა კი დამრჩა. ხომ არ გადავყრიდი? მაცივარში რომ შემედგა, დრო გავიდოდა და მაინც გადასაქცევი გამოხდებოდა.
მოვიფიქრე! ბეზეს გაკეთება შეიძლება. სწრაფად, მარტივად და გემრიელად! ბეზეში ლიმონის ცედრა გამოვიყენე, ლიმონი კი
კანგაცლილი, შიშველი დარჩა... ასე ხომ მალე გახმებოდა. რა უნდა მექნა ლიმონისთვის? გემრიელი სოუსი გამოდის ხოლმე სალათისთვის. კიდევ გავაკეთე სალათი, მაგრამ ახლა ნახევარი ხახვი დამრჩა. მიყურებს ნახევარი ხახვი. სად წავიღო?
მაკარონისთვის გემრიელი ტომატის სოუსის მომზადება გადავწყვიტე. მაცივარში ვიპოვე ტომატის წვენის ქილა, ჩემივე მომზადებული. ნახევარი გამოვიყენე. ნახევარს რა ვუყო? ცოდოა, ზაფხულში რამდენი ვიშრომე მის მომზადებაზე, მოვხუფე. ნატურალურია, კონსერვანტების გარეშე, გახსნილი დიდხანს არ ძლებს.
ვიფიქრე და გადაწვყვიტე, ბორში მომეხარშა. მაგრამ ჭარხალი არ აღმომაჩნდა. სწრაფად გავემზადე, მაღაზიაში გავიქეცი. ვიყიდე ჭარხალი, კარტოფილი, ხაჭო, არაჟანი, კბილის პასტა, წინდები (ფასდაკლებით), ფლოსტები (მაგაზეც აქცია იყო), რამდენიმე კოლოფი საპონი, ბანკთან სახელოსნოშიც შევირბინე, ფეხსაცმელი წამოვიღე, პური ვიყიდე და ეს ყველაფერი სახლში წამოვიღე.
მოვამზადე ბორში. ყურადღება
აღარ მიმიქცევია, დარჩა თუ არა კიდევ რამე. ჩავეშვი სავარძელში, ზურგი მეწვოდა, ფეხები ჩემი აღარ იყო, ხელებსაც ვერ ვგრძნობდი...
ვფიქრობ ახლა! დამელია ის ანანასის წვენი, არ ჯობდა?
71569
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (61)
0
არ ჯობდა. მე ეგრე მეცოდება მაგრამ ბავშვი კი ერთი კერძის მომზადებას ძვლივს მაცლის ამიტომ "ვასაღებ" ხოლმე და გავსივდი უსაშველოდ :( :)
22:33 / 16-07-2016
0
მე ჩემი ქმარი უფრო ვიცანი ვიდრე ჩემი თავი.არაფრრი გაჩუჭდეს მისი დევიზია
22:28 / 20-11-2015
მსგავსი სიახლეები