ამ უგულო მშობლებმა ეს პატარა ანგელოზები გაანაწყენეს - მშობლები

ამ უგულო მშობლებმა ეს პატარა ანგელოზები გაანაწყენეს

2015-04-06 18:39:16+04:00

როგორ გაბედეს?! – ნახეთ მიზეზები იყო მშობელი, არც ისე იოლი ამოცანაა. ხშირად ბავშვები სულაც არ აღიქვამენ მათ მიმართ ჩვენს ქმედებებს სათანადოდ და უსამართლოდ თვლიან მშობელს. მაგრამ როგორ უნდა აუხსნა ბავშვს, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება. ხანდახან მშობელს ასჯერ უწევს ერთისა და იმავის თქმა, მაგრამ პატარას მაინც არ ესმის. აი, ამ "უგულო" მშობლებმა ასე გულამოსკვნილები ატირეს შვილები, თუმცა მიზეზები ნამდვილად გაგახალისებთ.

მაგალითად, ამ გოგონას ძაღლის ფეკალიები არ მისცეს გასასინჯად.

mshoblebi

ამ პატარას კი აუკრძალეს სათამაშოების ჩალაგება ფაფით სავსე თეფშში.

mshoblebi

ამ გოგონას არ დაანგრევინეს ტორტი, სანამ დაბადების დღის სიმღერას უმღერებდნენ.

mshoblebi

არ მისცეს ტოსტერის გახურებული დაფა.

mshoblebi

არ დართეს ნება, ერთდროულად კიდეც ეჭამა და მულტფილმიც ენახა.

mshoblebi

არ დაანებეს, თავისი დის ყურში პლასტმასის ჩხირი შეერჭო.