ქმარი ცოლის მესიჯს კითხულობს...
ქმარი ცოლის მესიჯს კითხულობს...
ქმარი ცოლის მესიჯს კითხულობს:
"საყვარელო, ბაღში უნდა იყოთ 9-დან 10-ის ნახევრამდე, ე.ი. მარი უნდა გააღვიძო 8-დან 9-ის ნახევრამდე. ჩააცვი კოლჰოტები, მუქი ლურჯი ჯინსები, მაისური კომოდის ქვედა მეორე უჯრიდან. იისფერი ან ჟოლოსფერი ჟაკეტი (ზემოდან მეორე უჯრა). თან წაიღე: ვარდისფერი კაბა – ჩვენს კარადაში კიდია (პერანგების განყოფილებაში), პატარა საკიდებზე შენ მხარეს; თეთრი წინდებიმ სანდლები და ბაღში გამოუცვალე. ეცადე, ორი კიკინა გაუკეთო, რეზინები კომოდის სულ ზედა უჯრაშია. შეხედე ამინდს და თუ ცივა, ვარდისფერი ლაბადა გადააცვი, იისფერი ქუდი დაახურე და ვარდისფერი შარფი გაუკეთე. ან
მწვანე თბილი ჟილეტი, იმავე ფერის ქუდით, ოღონდ შარფის გარეშე. ფეხზე ახალი ფეხსაცმელი ჩააცვი. ახლავე შეამოწმე და გაამზადე ყველაფერი, რომ მერე არ ირბინო. თუ რამეა, დამირეკე და მკითხე, ჯერ კიდევ არ მძინავს."
ქმრის პასუხი:
"არ წავიყვან ბაღში!"

92592
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (16)
ქმრის პასუხი
0
ბაღი სად მდებარეობს?ჩვენი კარადა რომელია?პერანგები განყოფილება?(თუ კარადა ვიპოვე),თანაც ხომ იცი დალტონიკი ვარ და ფერებს ვერ ვარჩევ,მგონი უკეთესია ჩვენს მეზობელს,ლიზის ვაჩვენებ ამ მესიჯს და ის გაამზადებს ბავშვს,ხომ იცი რა კარგი გოგოა,როგორ თბილად მიღიმის ხოლმე,როცა მხვდება,სამაგიეროდ ვახშამზე დავპატიჟებ და მადლობას ასე გადავუხდი,ხომ კარგი აზრია საყვარელო?!ტყუილად არ გადმომირეკო,ტელეფონს ვთიშავ და ვიძინებ!!! :)))))
16:44 / 16-03-2017
mari
1
ამდენ წერას გავამზადებდი ბავსჰვს და მერე დავიდზინებდი რათ უნდაა ამდენი ლაპარაკიიი
20:37 / 18-12-2016
მსგავსი სიახლეები