რა შეუძლია ქალს კაცზე უკეთ - შეუძლებელია არ დაეთანხმო
რა შეუძლია ქალს კაცზე უკეთ - შეუძლებელია არ დაეთანხმო
ქალი მამაკაცურ საქმესაც ქალური ხიბლით აკეთებს. ვისაც ეს არ სჯერა, შეუძლია ქვემოთ მოცემული არგუმენტები ნახოს. მაგალითად, როგორი იქნება ქალი თავდაცვის მინისტრად?

დადებითი მხარეები:

1) ჯარისკაცებისთვის გაკეთებულ საჭმელს რამე რომ დააკლონ, ქალ მინისტრს ვერ გამოაპარებენ.
2) რუსებმა ომი რომ დაგვიწყონ, დასავლეთში გავრცელდება ინფორმაცია: პუტინი სამხრეთში ამორძალებს ებრძვისო.
3) სამხედრო დაზვერვა წარმატებული გახდება - ქალური ინტუიცია მაინც სხვაა.
4) ქალი მინისტრი, კაცთან შედარებით, უფრო ადრე აღმოაჩენს მოღალატეს.
5) მოგეხსენებათ, შვედეთის, ნორვეგიის, ჰოლანდიისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები ქალები არიან და როცა ჩვენი მინისტრი მათ შეხვდება, გავიგებთ შვედეთის,
გერმანიის, ჰოლანდიისა და ნორვეგიის სამხედრო საიდუმლოებებს.
უარყოფითი მხარეები:
1) მეუღლესთან კონფლიქტი რომ მოუვიდეს და თქვას, გაწყდა კაცების სინსილაო, მისი ნათქვამი მუქარად არ დარჩება და მართლა შეასრულებს.
2) ჩვენს ჯარისკაცებს ხშირად მოუხდებათ ღია ცის ქვეშ ძილი, რადგან ყაზარმებში სულ რემონტი იქნება.
3) ჯარში დაირღვევა დილით 1 წუთში ჩაცმის წესი, რადგან თვითონ მინისტრს 15 წუთი მარტო მაკიაჟისთვის დასჭირდება.
4) ქალი თავდაცვის მინისტრის მეშვეობით სხვა ქალები გაიგებენ, რომ სრულიად შესაძლებელია, მამაკაცმა ყოველდღე წვერი გაიპარსოს, არ დალიოს და ყველა ბრძანება შეასრულოს.
5) ჰოლანდიის, შვედეთის, ნორვეგიისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები გაიგებენ ჩვენს სამხედრო საიდუმლოებებს.

გაზეთი "კვირის პალიტრა"
ტეგები: ქალი
2064
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
:D :D :D მაგარია
15:01 / 07-05-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?