25 ფრაზა, რომლის მოსმენაც სურს დედას შვილისგან
25 ფრაზა, რომლის მოსმენაც სურს დედას შვილისგან
ბავშვები ყოველთვის ისეთები არ არიან, როგორებიც გვსურს, რომ იყვნენ. ხანდახან გვინდა, რომ სულ სხვანაირები იყვნენ. თუმცა მაინც გვიყვარს და დრო და დრო აუხდენელზე ვოცნებობთ...

1. დე, ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარს დილაობით საბავშვო ბაღში სიარული!
2. საყვარელო დედა, თუ შეიძლება, კიდევ დამიმატე ერთი ულუფა ეს გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულის წვნიანი.
3. არა, არა, თამაშისთვის უკვე გვიანია! ძილის დრო მაქვს. ბავშვს ჯანმრთელი ძილი სჭირდება.
4. დედა, ასე ნუ იხარჯები. მომავალ თვეში ნუ მიყიდი ახალ სათამაშოებს, ძველებიც მეყოფა.
5. წავალ, კიდევ დავიბან ხელებს.
6. კბილებსაც გავიხეხავ.
7. როცა დეიდა ანა
მოვა, ტაბურეტზე დავდგები და ლექსს წავუკითხავ.
8. გამრავლების ტაბულა უმარტივესია. გინდა, ჩაგაბარო?
9. რას ამბობ, დედა, დაჯექი! მე უკვე სამი წლის ვარ და თვითონ მოვიტან წყლის ბოთლს.
10. ჩემი საყვარელი საქმიანობა წიგნების კითხვაა.
11. მოდი, ფრანგულის კურსებზეც ჩავეწერები. ინგლისური და რუსული ხომ უკვე კარგად ვისწავლე.
12. არა, არა, რა კომპიუტერი! ჯერ გაკვეთილები არ მისწავლია!
13. დედა, გაგეცინება, მაგრამ ამ ოლიმპიადაზეც გავიმარჯვე.
14. გაიცანი, ეს ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენს კლასში მეორე მოსწავლეა. პირველი ვინ არის? რა თქმა უნდა, მე!
15. საუკეთესო კანფეტი უმი სტაფილოა. კბილების სიჯანსაღე ხომ უპირველესია.
16. გავატაროთ ეს ზაფხული აგარაკზე. ვგიჟდები ბოსტნის ბარვაზე.
17. მულტფილმები საშინელებაა! ჩემი საყვარელი საქმე ფორტეპიანოა. წავალ,
კიდევ ორი-სამი საათი დავუკრავ.
18. დედა, ადექი. საუზმე მოვამზადე, ჭურჭელი დავრეცხე, ვივარჯიშე, ყვავილები მოვრწყე და ახლა საყვარელ სკოლაში მივდივარ.
19. როგორ ფიქრობ, სად ჯობს წასვლა – მოცეკვავეების კონკურსზე თუ საჭადრაკო ტურნირზე? ნეტავ, ორივეში მონაწილეობა მომესწრო.
20. შეგიძლია არ გამოიძახო ხელოსანი, მე გავაკეთებ.
21. გილოცავ დაბადების დღეს! ეს თაიგული შენთვისაა. საღამოს კი თეატრში წავიდეთ.
22. ორ უმაღლესში მოვახერხე ჩაბარება და სამ სამუშაოზე მოვეწყვე. დედა, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა.
23. არა, არა, არ დაიძაბო! ამ სახლის დალაგება ჩემი მოვალეობაა.
24. დედა, რა კარგად გამოიყურები, ყველას ჩემი და ჰგონიხარ.
25. როცა ოჯახს შევქმნი, ორივენი შენ დაგიჯერებთ.
3604
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
^-^
0
ramdeni vicine, gaixaret.
04:20 / 28-05-2015
tiko
0
რა ბედნიერებაა ,რომ აქედან უმრავლესობის მოსმენა არ მსურს :)
03:54 / 17-05-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?