25 ფრაზა, რომლის მოსმენაც სურს ბავშვს დედისგან
25 ფრაზა, რომლის მოსმენაც სურს ბავშვს დედისგან
ბავშვის თვალსაზრისით იდეალური დედა არის არსება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. და ალბათ კარგიცაა. თუმცა ხანდახან იქნებ არც იყოს ცუდი, მას ცოტათი მივემსგავსოთ, წელიწადში ერთხელ მაინც.

1. კარგი, ნუ წახვალ სკოლაში, დაიძინე რამდენიც გინდა.
2. ტორტის ნაჭერი? მოდი, მთელი ტორტი შეჭამე. ამ ვარდით დაიწყე.
3. ზედ ნუ იწმინდავ ხელებს, ამისთვის დივანი არსებობს.
4. მოდი, იმ გუბეში გავიაროთ!
5. რა თქმა უნდა, აგიყვან ხელში და სახლამდე მიგიყვან. არა, სულ არ ხარ მძიმე.
6. მასწავლებელი მეუბნება, რომ სანდროს მუშტებს ურტყამ. ჩემო პატარავ, არ გტკივა მუშტები? მოდი, გაკოცო.
7. რა სუპი?
ჯერ ჩიფსები არ გიჭამია!
8. სათამაშო გიყიდო? კიდევ რა გინდა? მოდი, ათი სათამაშო ვიყიდოთ.
9. დავარცხნა ხვალაც შეიძლება. ისედაც ლამაზი ხარ.
10. რა მაგრად მოგიხატავს კედლები. მოდი, მოგიტან ფლომასტერს და ჭერიც მოხატე.
11. არ გინდა დაწოლა – არ არის საჭირო. ჯერ მხოლოდ 12 საათია.
12. დიდი ხანია ნაყინი არ გიჭამია. მთელი ორი საათია! მოდი, გიყიდო.
13. უჰ! ისევ მიგებ ჭადრაკში. ნამდვლი მოჭადრაკე ხარ.
14. ისევ ორიანი? რა სულელი მასწავლებელი გყავს. მოდი, მის სკამზე წებო წავუსვათ.
15. არ დაგავიწყდეს პლანშეტის და პლეერის წაღება. არ მოიწყინო გაკვეთილებზე.
16. დილა მშვიდობისა. აი, ჰამბურგერი, ფრი და სამი ლიტრი ლიმონათი. ვახშმად გვექნება პიცა და ნამცხვარი.
17. სკოლის მაგივრად
კინოში წავიდეთ?
18. რატომ დუმხარ, შენს მეგობარს ახალი სმარტფონი აქვს? შენ უფრო მაგარი გექნება! ახლავე წავედით მაღაზიაში.
19. ეს ვის დაუწყია გაკვეთილების მომზადება? აბა, სწრაფად კომპიუტერთან! შენ მაგივრად მე ხომ არ გავივლი მეშვიდე დონეს.
20. მომეცი ერთი ეგ მაისური. ო, შეიძლება კიდე ორი კვირა არ გავრეცხოთ.
21. შენი ტოლი რომ ვიყავი, ასეთი ჭკვიანი არ ვყოფილვარ.
22. საკონტროლო? ხვალ? ჩემო საყვარელო, შენ წადი გაისეირნე, მე "შპარგალკას" დაგიწერ.
23. მუსიკას უფრო აუწიე. სამზარეულოშიც იზანზაროს კედლებმა!
24. ფული? აიღე საფულიდან რამდენიც გინდა.
25. როცა გინდა, მაშინ დაბრუნდი სახლში.
14615
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ია
0
ვაიმეე ძაან მაგარია!!
11:17 / 25-06-2015
ninaaa
0
აუ მაგრად ვიხალისე ბევრირამ მეც სჰემიტავაზებია
16:12 / 20-05-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?