თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მამაკაცის ანკეტა? თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მამაკაცის ანკეტა? სწორედ ასე, როგორც ის ქალმა შეადგინა. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ.
1. მდიდარი ვარ. არ მყავს ყოფილი ცოლი, შვილები პირველი ქორწინებიდან და დანარჩენი ნათესავები. თანაც, მილიარდერი ვარ.
2. გულუხვი ვარ. შენთვის მანქანების, სამოსისა და ძვირფასეულობების საყიდლად ფული არასდროს დამენანება.
3. მიყვარს ცხოველები. მიყვარს და მსიამოვნებს, როცა ისინი გლეჯენ და ღრღნიან ჩემს ნივთებს. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ჩემს ფეხსაცმელებში მოისაქმებენ ხოლმე ან საბუთებს დამიღეჭავენ.
4. ვაფასებ ქალურ სისუსტეებს. არ მომბეზრდება 2-საათიანი ჭორაობა ტელეფონზე, შოპინგი და ინტერნეტფლირტი.
5. არასდროს მივყრი-მოვყრი ჩემს წინდებს ბინაში. მუდმივად ვუვლი ჩემს თავს (წარბების ამოპუტვა, ეპილაცია, მანიკიური) და რა თქმა უნდა, არ ვხვრინავ.
6. უაღრესად ერთგული ვარ. მოდელებსა და მსახიობებზე არანაირი რეაქცია არ მაქვს. ყველას ჩემი ცოლი მირჩევნია.
7. მუდამ მზად ვარ დასაქორწინებლად. არ მეშინია ცოლზე, შვილებზე პასუხისმგებლობის აღების. მუდამ მზად ვარ, ჩემი ცოლისა და მისი ნათესავებისთვის ვარსკვლავები მოვწყვიტო ციდან.
8. დედასავით შევიყვარებ სიდედრს. გაგრძელება