თუ უახლოეს პერიოდში მუცლის ტკივილი არ შეუწყდება, უბრალოდ ჭკუიდან გადავალ პირველი თვე - „ვაააა, მე დედა ვარ! როგორ ავიყვანო? ის ისეთი პატარაა! არ ვიცი, რატომ ტირის! კატასტროფულად მეძინება! ყოველ საათში იღვიძებს და გამუდმებით ჭამს! ვიყავით პოლიკლინიკაში. გვითხრეს, რომ ცუდად იმატებს წონაში. რა უნდა ვქნა? იქნებ სოსისი მივცე? მალე საზამთროს სეზონი მოდის, იქნებ მისი წვენი დავალევინო? რა სულელური აზრები მომდის, დამავიწყდა, რომ დედა ვარ!
მეორე თვე - "თუ უახლოეს პერიოდში მუცლის ტკივილი არ შეუწყდება, უბრალოდ ჭკუიდან გადავალ! ახლა ორივე ერთად ვტირით. მგონი, უკვე მცნობს! მომეჩვენა, რომ მიღიმოდა! ვიყავით ექიმთან ვიზიტზე. გვითხრეს, რომ კარგი წონა გვაქვს და გავსუქდით კიდეც. იქნებ ცოტა ვაჭამო?"
მესამე თვე - „მორჩა , აღარ გავაუთოვებ ბავშვის თეთრეულს ორივე მხრიდან! არც იატაკს გავწმენდ დილა-საღამოს! ბოლოს და ბოლოს, სალონში მინდა წასვლა და მანიკურის გაკეთება! რა? მარტო ჩემს ხელში იძინებს? აააააააა, დამავიწყდა, ძუძუ რომ უნდა ვაჭამო. ეჰ, მომიწევს პირადი ცხოვრების დავიწყება“.
მეოთხე თვე - „მე მგონი მუცლის პრობლემები დამთავრდა, ახლა თავისუფლად ამოვისუნთქებ. მაშინ რატომ არ ეძინა წუხელ? კბილები!!! ექიმმა გვითხრა, რომ ამ თვეში ცოტა მოვიმატეთ".
მეხუთე თვე - „ჩვენი მეზობლის ბიჭი გიორგი ამ ასაკში დამოუკიდებლად იჯდა, ჩემი კი ჯერ მუცელზეც ვერ ტრიალდება. იქნებ ექიმი სჭირდება? უნდა ვაჩვენო პედიატრს, ნევროპათოლოგს, ქირურგს, ასტრონომს... უი, გადატრიალდა! ჩემო საყვარელო! ჩემო პატარა ანგელოზო!"
მეექვსე თვე - „ჩემს მეგობარის ბავშვმა უკვე გაიარა, ჩემი კი ჯერაც არ ხოხავს. სამაგიეროდ ისე მიღიმის, ისე ტკბილად სძინავს ჩემს ხელში, ისე იცინის - როცა შევდივარ ოთახში... მაჩვენებს ენას, მეხვევა კისერზე - როცა ხელში ავიყვან... მართალია გამოუძინებელი ვარ, 100 წელია არ გამიკეთებია მანიკური, სახლის საქმეებსაც ვერ ვასწრებ, აღარც კინოში დავდივარ... მაგრამ კიდევ მინდა მყავდეს ასეთივე საყვარელი არსება, იმიტომ, ეს რაღაც ძალიან სწრაფად იზრდება!.."
ასევე იხილეთ:
ის, რის შესახებაც არავინ გვაფრთხილებს - ცხოვრება მშობიარობის შემდეგ
როგორ გავხდი დედა - ერთი ჩვეულებრივი ქართველი დედის დღიურები