სამუშაო, რომელსაც მილიონობით ადამიანიდან ერთეულები თანხმდებიან, დედები კი უფასოდ ასრულებენ - მშობლები

სამუშაო, რომელსაც მილიონობით ადამიანიდან ერთეულები თანხმდებიან, დედები კი უფასოდ ასრულებენ

2014-06-22 08:04:44+04:00

აუცილებელი მოთხოვნები: ფინანსური და ანტიკრიზისული მენეჯმენტი ინტერნეტქსელში ახალი ვაკანსიის შესახებ განცხადება გავრცელდა. "ოპერაციული დირექტორის" თანამდებობაზე კომპანია Rehtom Inc მუშაობის "სასტიკ" გრაფიკს ითხოვდა.

მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა

კვირაში 7 დღის განმავლობაში 24-საათიანი რეჟიმი

უქმეების გარეშე

შვებულების გარეშე

დღესასწაულების გარეშე

ძილის გარეშე

აუცილებელი მოთხოვნები: ფინანსური მენეჯმენტის მართვა, მედიცინის საფუძვლების ცოდნა, კულინარია და ანტიკრიზისული მენეჯმენტი.

ვაკანსიის შესახებ განცხადება 3 მილიონამდე ადამიანმა ნახა და მხოლოდ 24 მათგანი გამოეხმაურა მას.

კანდიდატებს მხოლოდ ფინალურ გასაუბრებაზე გამოუტყდნენ, რომ ისინი სინამდვილეში დედის "თანამდებობის" დასაკავებლად იბრძოდნენ.