აუცილებელი მოთხოვნები: ფინანსური და ანტიკრიზისული მენეჯმენტი ინტერნეტქსელში ახალი ვაკანსიის შესახებ განცხადება გავრცელდა. "ოპერაციული დირექტორის" თანამდებობაზე კომპანია Rehtom Inc მუშაობის "სასტიკ" გრაფიკს ითხოვდა.
მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა
კვირაში 7 დღის განმავლობაში 24-საათიანი რეჟიმი
უქმეების გარეშე
შვებულების გარეშე
დღესასწაულების გარეშე
ძილის გარეშე
აუცილებელი მოთხოვნები: ფინანსური მენეჯმენტის მართვა, მედიცინის საფუძვლების ცოდნა, კულინარია და ანტიკრიზისული მენეჯმენტი.
ვაკანსიის შესახებ განცხადება 3 მილიონამდე ადამიანმა ნახა და მხოლოდ 24 მათგანი გამოეხმაურა მას.
კანდიდატებს მხოლოდ ფინალურ გასაუბრებაზე გამოუტყდნენ, რომ ისინი სინამდვილეში დედის "თანამდებობის" დასაკავებლად იბრძოდნენ.