როგორია სამ მამაკაცთან თანაცხოვრება
როგორია სამ მამაკაცთან თანაცხოვრება
მაშ ასე, მე სამ მამაკაცთან ვცხოვრობ და მზად ვარ გიამბოთ, როგორია ეს. თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს რთულია. და კიდევ, ვხვდები, რომ ეს სამუდამო არ არის და ადრე თუ გვიან მე ერთ მათგანთან ვაპირებ დარჩენას ერთ ჭერქვეშ. თუმცა ვაღიარებ, სამივე მიყვარს.
ჩამოვთვლი:
ყოფა: მე ხომ ქალი ვარ, სარეცხი, მომზადება, დალაგება ჩემზეა.
ფული: ახლა არ ვმუშაობ, ამიტომ ნორმალურად ვერაფერს ვყიდულობ. ძირითადად, საერთო და მსხვილ შენაძენებს ვგეგმავთ.
ურთიერთობები: აქ ალბათ სათითაოდ მომიწევს დაწერა.
ყველაზე სანდო ურთიერთობები ჰენრისთან მაქვს, სწორედ მას ველაპარაკები საღამოობით, თუ
ტანკებს არ თამაშობს. ჩვენ ყველაზე მეტ ხანს ვართ ერთად. სწორედ ის ეხმარება მამაჩემს აგარაკის აშენებაში და ვცდილობთ, ლოგინში თავი კარგად ვიგრძნოთ.
იანი მხიარული ბიჭია, ისიც საღამოობით სულ თამაშობს. ღამღამობით მეძახის ხოლმე, კვირაში 1-2-ჯერ მაინც. კეთილია, საყვარელი, მასთან ყოველთვის ვხალისობ.
და ბოლოს, ივანი. ის ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელია, მაგრამ ამაშია მისი ხიბლი. ისე ხდება, რომ თითქმის ყველა ღამეს ერთად ვატარებთ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა ეს ღამე ჩემთვის ადვილად გადასატანია - სირთულეებიც გვაქვს.
რეზიუმე: საკმაოდ გადავიქანცე, მაგრამ საერთო ჯამში მომწონს.
P.S. ჰენრი 31 წლისაა, იანი - 4-ის, ივანე კი 6 თვისაა და ღამღამობით ბევრს ტირის.

5539
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
me gajobeee.rati 31wlisaa,luka 12wlis,mate 11wlis,cotne ki 1wlis.gmiri deda me ufro var
13:08 / 16-07-2015
s
0
საშინლადაა დაწერილი.
21:14 / 13-06-2015
მსგავსი სიახლეები