დედა-შვილი ზღვის სანაპიროზე... - ჭკუის სასწავლებელი ამბავი დედებისთვის - მშობლები

დედა-შვილი ზღვის სანაპიროზე... - ჭკუის სასწავლებელი ამბავი დედებისთვის

2015-06-20 08:07:27+04:00

- დედიკო, შეიძლება ქვიშაში ვითამაშო? დედა-შვილი ზღვის სანაპიროზე:

- დედიკო, შეიძლება ქვიშაში ვითამაშო?

- არა, ტანსაცმელს დაისვრი.

- დედიკო, შეიძლება წყალში შევიდე?

- არა, დასველდები და გაცივდები.

- დედიკო, შეიძლება სხვა ბავშვებთან ვითამაშო?

- არა, მერე დაიკარგები და ვეღარ გიპოვი.

გოგონას თვალები აუცრემლდა.

- დედიკო, ნაყინი მაინც მიყიდე.

-არა, ყელი გაგიცივდება.

ამის გაგონებაზე პატარა გოგონამ საშინელი ტირილი მორთო. დედა კი იქვე მდგარ უცნობ ქალს მიუბრუნდა:

- ღმერთო ჩემო, ოდესმე გინახავთ ასეთი ნერვიული ბავშვი?!