როგორ გამოსდით ეს ქალებს?
როგორ გამოსდით ეს ქალებს?
სამსახურში წასასვლელად ვემზადები და ცოლს ვეკითხები:
- სად არის ჩემი ახალი ცისფერი პერანგი?
- იქ.
- სად – იქ?
- ოთახში.
- საძინებელში თუ მისაღებში?
- საძინებელში.

შევდივარ საძინებელში, ვაღებ კარადას. პერანგი არ არის.
- არ არის აქ!
- არის.
- არ არის.
- ნახე კარადაში.
- ვიყურები კარადაში. არ არის.
- თვალები გაახილე და ისე შეიხედე!
- გეუბნები, არ არის!

ცოლის ნაბიჯების ხმა ისმის – ეს გარდაუვალი მარცხის ხმაა. შემოდის საძინებელში, მიდის კარადასთან, ნორმალირად არც კი იყურება შიგნით, ხელს ყოფს და ჩემს პერანგს იღებს. მდუმარედ მიყურებს - ეს მზერა ბევრ რამეზზე მეტყველებს.
გადის.
ვრჩები მარტო კარადასთან. კარადა – როგორ ვერ გიტან... და ვერც მაცივარს.

2649
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
tamo
0
Tavad tu daalageben kacebi kvelafersac ipovnian )
12:25 / 17-08-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?