”სამსახურში მივდივარ, ეს აუცილებელია!” - მამის პასუხი და ქალიშვილის საოცარი მიგნება - მამიკო, არ წახვიდე რა! - თითქმის ტირის პატარა გოგონა, - გთხოვ, არ წახვიდე...
- სამსახურში მივდივარ, ეს აუცილებელია, - მკაცრად პასუხობს მამა.
- შეიძლება, წამოგყვე? - მუხლებში უვარდება გოგო.
- სად?
- სამსახურში, მამიკო...
- და რას გააკეთებ? - პასუხობს მამა და საათზე იყურება, - ის ხომ ჩემი სამსახურია.
- მეც ვიმუშავებ! - აღტაცებული ამბობს გოგონა.
- რად იმუშავებ?! - დაიბნა მამა.
- მე ვიმუშავებ... - გოგონა მორცხვად მიაჩერდა იატაკს, - მე ვიმუშავებ... მამიკოს სიხარულად...