მოიცადე დავიბადო, მერე ნახე, ჩემი ყვირილი... მამას ტაკო მივუშვირე... ცუდია, რომ ვერ დაინახა... 07:00
გავიღვიძე. დედას სძინავს. პირში ჩავიდე თითი და გავაგრძელე ძილი.
07:15
რა მოწყენილობაა! კიდევ ვიპოვე ხელზე თითები და სათითაოდ ყველა გამოვწუწნე.
08:00
დედამ გაიღვიძა. რატომღაც არაფერი გვიჭამია. სადღაც წავედით... და ჭამა? ერთი-ორჯერ კი მივარტყი ფეხი, მაგრამ... არანაირი რეაქცია. გაბუტულმა დავიძინე.
09:30
ზემოდან მომაჭირეს რაღაცა დიდი და ხმაურიანი! ამას თურმე „ეხო“ ჰქვია. შიშისაგან ხელზე არსებული ყველა წანაზარდი დავლოკე. დედა და დეიდა მაიძულებდნენ, მერე მეხვეწებოდნენ მოვტრიალებულიყავი და მეჩვენებინა ჩემი „სქესი“. ეგ რა იყო არ ვიცოდი, მაგრამ მაინც მივუშვირე ტაკო.
10:00
ჩავაბარეთ სისხლი. დედამ რაღაცა წვენი დალია სიხარულით. შეაწუხა შარდის ბუშტმა და სასწრაფოდ წავედით სახლში.
10:30
როგორც იქნა, შევჭამეთ. ჩამეძინა.
12:00
დედა წავიდა ექიმთან, რომელმაც დაუთვალიერა კბილები. გული ისე უცემდა, რომ ხმაურისგან გამომეღვიძა.
16:30
კიდევ ერთი ხმაურიანი რაღაცა!!! მას მამა ჰქვია. რა სულელური ჩვევაა, დედას რომ მუცელში ჩაჰყვირის: „ეი, შენ აქ ხარ?“... აბა სად ვიქნები. მოიცადე დავიბადო, მერე ნახე, ჩემი ყვირილი... მამას ტაკო მივუშვირე... ცუდია, რომ ვერ დაინახა...
17:00
მივდივართ სახლში. ისევ ხმაური! დედა ამბობს, რომ ეს მეტროა.
17:05
მეორე ხელის თითები უფრო გემრიელი მეჩვენება.
18:00
სახლში სიჩუმეა... შეიძლება დაძინება.
20:00
დედამ დაამლაშა ბრინჯი და მამას უთხრა, რომ „ეს პატარა მაიმუნია ამაში დამნაშავეო“. პროტესტი გამოვთქვი ასეთი მიმართვის გამო და გვერდში ფეხი მივარტყი.
21:00
ვჭამეთ. ვუყურებთ ფილმს. თურმე, დაბლაც მაქვს ხელები, თუ რაც ჰქვია!
23:00
გავიღვიძე! დედას ჰგონია, რომ დაიძინებს. ვერ მოგართვი... ეხლა უნდა ვითამაშო!
01:00
აი ახლა კი შეიძლება დაძინება...