"იცოდე, ქმრის არჩევისას ფრთხილად იყავი, ჭკუას მოუხმე..." დედა ქალიშვილს არიგებს:
- იცოდე, ქმრის არჩევისას ფრთხილად იყავი, ჭკუას მოუხმე და გონივრული არჩევანი გააკეთე. ხედავ მამაშენი როგორი მოხერხებული და მარჯვეა, ყველაფერი გამოსდის, ყველაფრის შეკეთება და გაახლება შეუძლია - მანქანის, ელექტროტექნიკის, სანტექნიკის. ავეჯი რომ დაგვემტვრეს, იმასაც ისე შეაკეთებს, ახლისგან ვერ გაარჩევ...
- მივხვდი, დედა.
- რას მიხვდი, თუ შენც ასეთი ქმარი შეგხვდა, ახალი არასდროს არაფერი გეღირსება.