თუ გსურთ, რომ ბავშვს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მშობლებთან, გაიზარდოს ღირსეული ადამიანი - ყველაფერი გაკეთეთ საწინააღმდეგოდ ეს ბებიების მიერ დანახული პატარაა, რომელსაც ანებივრებენ და ათამამებენ. შეხედეთ იუმორით:
1. დაიმახსოვრეთ: ბავშვი ყოველთვის მართალია.
2. თუ ბავშვი დამნაშავეა - იხილეთ პუნქტი პირველი.
3. ბავშვი უნდა გიყვარდეს. ეს აქსიომაა. თუ გიყვართ - გაანებივრეთ კიდეც! ყველგან და ყოველთვის, ნებისმიერი საშუალებით. შესაძლოა თქვენ გარდა ეს არავინ არ გააკეთოს. მაშინაც კი, როდესაც მშობლები დასჯიან მას. კარგია თუ მშობლებისგან „მალულად“ გააკეთებთ ამას, როდესაც მშობლები დარწმუნებული არიან, რომ თქვენც ისევე მკაცრი ხართ ბავშვის მიმართ, როგორც ისინი. თქვენ კი ამ დროს ერთად უყურებთ მულტფილმებს!
4. ყოველდღიურად გააკონტროლეთ აღმზრდელობითი პროცესი. და თუ რაიმე ისე არ არის - მკერდით გადაეფარეთ შვილიშვილს. უარის თქმა შეუძლიათ მხოლოდ უგულო, მკაცრ მშობლებს. თუ ბავშვს უნდა სათამაშო, მას ის უნდა ჰქონდეს. ფული არ გაქვთ? - ისესხეთ, ბავშვს უნდა ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა. „ააააა, არ უყიდით? მე თვითონ წავალ, დასამარხი ფულიდან ავიღებ და ამ შესანიშნავ ტრანსფორმერს მაინც ვუყიდი. დაე ყველას შეშურდეს!“
5. თქვენი შვილიშვილი ისეთი პატარა და გამოუცდელია. ვინ დაარიგებს მას, თუ არა ბებია? საჭიროა ასწავლოთ რა უთხრას მასწავლებელს, თუ საშინაო დავალების დაწერა ვერ მოასწრო, როდესაც სახლში გატეხა მამის ნოუთბუქი ან სამზარეულოს კარის მინა. სულ არ არის აუცილებელი, ეს სიმართლე იყოს. მთავარია არ დასაჯონ პატარა.
6. თქვენი შვილიშვილის მშობლებიც ასევე ვალდებულნი არიან რჩევისათვის მოგმართონ: რა ჩააცვან, რა მოუმზადონ სადილად, როდის დააძინონ... თქვენ ორჯერ უფროსი ხართ მათზე, ვის უფრო მეტი ეცოდინება - თქვენ თუ მათ?...
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თავდაპირველი მიზანი - ბავშვის „გაფუჭებისა“, მიღწეული იქნება. მართალია ამის შემდეგ შეიძლება მშობლებმა გადაწყვიტონ ბავშვის იზოლირება თქვენგან, რათა თქვენი ბავშვზე ზემოქმედება მინიმუმამდე დაიყვანონ, მაგრამ თუ თქვენ ერთად ცხოვრობთ - ეს ძალზე რთული მოსაგვარებელი იქნება. არ დანებდეთ არავითარ შემთხვევაში!
აი სინამდვილეში და სერიოზულად კი, თუ გსურთ, რომ ბავშვს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მშობლებთან, გაიზარდოს ღირსეული ადამიანი - ყველაფერი გაკეთეთ საწინააღმდეგოდ. ეს არ გამორიცხავს ბავშვის განებივრების შესაძლებლობას. თუკი თქვენ ნამდვილად გიყვართ თქვენი შვილიშვილი, გაანებივრებთ ზომიერად!