უამრავ ადამიანს აინტერესებს, გადალახავს თუ არა ბოლოს და ბოლოს მამა ამ წინააღმდეგობას? როცა სახლში ბავშვი ჩნდება, ეს, რასაკვირველია, დიდი ბედნიერებაა. თუმცა ყველა მშობელი როდია ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად მზად ამ მოვლენისთვის. განსაკუთრებით - ახალბედა მამები. გამუდმებული ტირილი, უძილო ღამეები - ამის გადატანა არც ისე ადვილია. და კიდევ ამას რომ ჭუჭყიანი პამპერსები ემატება... ზოგიერთ მამას შვილები ისე ეზრდება, ბავშვის პამპერსებთან მათი ყიდვისა და შემდეგ - ნაგვის ურნაში გადაგდების დროს თუ აქვს შეხება, გამოცვლაზე კი არ "აწუხებენ" ხოლმე ცოლები. არიან ისეთები, რომლებიც ბევრ ქალს აჯობებენ ამ საქმეში და საუკეთესოდ ზრუნავენ შვილებზე, ამ გაგებითაც. აი, ამ მამიკოსთვის კი ნამდვილ განსაცდელად იქცა ბავშვისთვის პამპერსის გამოცვლა. ეს ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ...
ყველაფერს ისიც ემატება, რომ ბავშვის რეაქცია მამის ქცევებზე გადამდები და გასაოცარი სიცილით გამოიხატება. ალბათ ამიტომაც არის, რომ ამ ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს და ბავშვის სიცილთან ერთად იმას ადევნებენ ადამიანები თვალს, გადალახავს თუ არა ბოლოს და ბოლოს მამა ამ წინააღმდეგობას?
ეს კი სხვა მამიკოების "გამოცდილება".