დედა არ ჩხუბობს – ის რჩევებს იძლევა 1. დედა მართალია
2. მიუხედავად ყველაფრისა, დედა მაინც მართალია.
3. დედა არ ყვირის – ის ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან რამეებზე.
4. დედა არ ჩხუბობს – ის რჩევებს იძლევა.
5. დედა არ ბურღავს ტვინს - დეტალებზე აკეთებს აქცენტს.
6. დედა ინტერნეტში არ არის ჩაფლული – ის დროს უწყობს ფეხს.
7. დედა დივანზე არ კოტრიალობს – ის მედიტირებს.
8. დედა არ უსაქმურობს – ეს განტვირთვაა.
9. დედა არ სჯის – ის ასწავლის.
10. დედა ტელეფონზე არ კიდია – ის მნიშვნელოვან საინფორმაციო გაცვლას ახორციელებს აქტუალურ თემებზე.
11. დედა სკანდალებს არ აწყობს – ის ემოციურად გამოხატავს თავის ინტერესს.
12. დედას საჭმლის მომზადება არ დავიწყებია – ის თქვენს ფიგურაზე ზრუნავს.
13. დედა არ გართმევთ არჩევანის უფლებას – ის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებაზე მიგანიშნებთ.
ასევე დაგაინტერესებთ