შენ გოგო ხარ თუ ბიჭი? სამშობიაროში ორი ახალშობილი წევს გვერდიგვერდ. ერთი ეუბნება მეორეს:
- შენ გოგო ხარ თუ ბიჭი?
- არ ვიცი.
- გინდა, გაიგო?
- კი.
- მოდი, მაშინ მე გეტყვი. სახვევი ჩაწიე.
- ჩავწიე.
- კიდევ უფრო, არაფერი არ ჩანს.
- აჰა, კიდევ ჩავწიე.
- ო, ახლა ვხედავ. გოგო ხარ.
- როგორ მიხვდი?
- ვარდისფერი წინდები გაცვია.