საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნახევარი საათი აცმევდა "რეიტუზს" პატარა გოგონას საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნახევარი საათი აცმევდა "რეიტუზს" პატარა გოგონას. როცა შვებით ამოისუნთქა და გასწორდა, გოგონამ უთხრა:
- ეს ჩემი "რეიტუზი" არ არის.
ქალმა ხვნეშით და გაფიცხებული სახით ისევ ძლივს გახადა "რეიტუზი". როცა დაამთავრა, გოგონამ უთხრა:
- ეს ჩემი ძმის "რეიტუზია". დედა ხანდახან მე მაცმევს.