"გუშინ რა მეცვა? ჯიბეში რამე ხომ არ დამრჩა? ფეისბუკი ხომ არ დამრჩა ჩართული?" - როცა ცოლი მოულოდნელად ურეკავს ქმარს
"გუშინ რა მეცვა? ჯიბეში რამე ხომ არ დამრჩა? ფეისბუკი ხომ არ დამრჩა ჩართული?" - როცა ცოლი მოულოდნელად ურეკავს ქმარს
დილით სახლიდან რომ გამოხვალ, მანქანაში ჩაჯდები... გაახურებ... ღიღინით დაიძვრები და....
პირველივე შუქნიშანზე ცოლი გირეკავს...
- დღეს არ დააგვიანო, სერიოზული სალაპარაკო გვაქვს, - გეუბნება და ტელეფონს თიშავს....
მეხის დაცემასავითაა...
იწყებ ფიქრს... გუშინ რა მეცვა? ჯიბეში რამე ხომ არ დამრჩა? კომპიუტერში ფეისბუკი ხომ არ დამრჩა ჩართული? რა მოხდა? რამე ხომ არ გაიგო?
ერთი სული გაქვს, სამსახურში როდის მიხვალ...
ჩართავ კომპს... წაშლი ფეისბუკის მიმოწერებს, მერე სულაც გვერდს აუქმებ... აუქმებ ტვიტერს, 5 წლის წინ
გაუქმებულ ოდნოკლასნიკებსაც კიდევ ერთხელ აუქმებ... შლი მესიჯებს ტელეფონში, სურათებს, ვიბერს...
და საერთოდაც, პლანეტიდან უკვალოდ ქრები... შენი არსებობის ნიშანწყალიც კი არსად ჩანს...
საღამოს 7-ის ნახევარზე სახლში ხარ, ყვავილებით ხელში, ერთგული ლეკვივით შეჰყურებ ცოლს თვალებში... კითხვის დასმის გეშინია..
ისიც დროს წელავს... მის გვერდით ზიხარ, ინდურ სერიალს უყურებ და არაბუნებრივად იცინი...


ასევე იხილეთ: ქმარი ცოლის მესიჯს კითხულობს...


რეკლამის დროს ცოლი მოგიბრუნდება და გეუბნება:
- გადავწყვიტე, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება... უნდა რაღაც შევცვალო... თმა წითლად უნდა შევიღებო და სამეჯლისო ცეკვებზე ვიარო!
აღარ იცი, გაგიხარდეს თუ გეწყინოს, მაგრამ ეთანხმები, რადგან ბედნიერი ხარ, რომ უარესი არ მოხდა...
ისიც ბედნიერია, რადგან არ ეგონა, ასე იოლად თუ დაგითანხმებდა...
ნამდვილი ოჯახური იდილია და ბედნიერი წყვილი ასეთია...
მარი ჯაფარიძე
24534
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
0
ნინომ სწორად დაწერა და მთლიანად ვეთანხმები,მაგრამ 10% დააკლო,90% ხართ კაცები ეგეთები და ეს რომ ასეა,ამას თქვენი ,,ძლიერსქესისეული" აზროვნება და კომენტარები ადასტურებენ
21:30 / 16-10-2018
გიო
2
ნინო ისე ბევრი გათხოვილი პატიოსანი ქალიც დაკუნტრუშებს.სავარაუდოდ შენც ან უკვე დაგადო ქმარმა და ახლა თამამად გულაობ კაცებში. შვილები თუ გყავს ხო რა მომავალს უქმნი ,ალბათ შენი კაი ქალობით იკვეხნი და არადა ზურგს უკან ყველამ იცის რაც ხარ .... :)
07:29 / 01-06-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```