მშობლებმა, რომელთა ოჯახებშიც იზრდება ორი ან მეტი ბავშვი, იციან, თუ რა ხშირია პატარებს შორის ჩხუბი
მშობლებმა, რომელთა ოჯახებშიც იზრდება ორი ან მეტი ბავშვი, იციან, თუ რა ხშირია პატარებს შორის ჩხუბი იმის გამო, რომ ძმას ან დას უფრო ლამაზი ნივთი აქვს, კარგი სათამაშო და თეფშზე მასზე უფრო გემრიელი საჭმელი უდევს. ეს გამუდმებული მეტოქეობა ხშირად ოჯახში სერიოზულ გარჩევამდე მისულა. ასეთ სიტუაციებში საჭიროა ეშმაკური ხრიკების გამონახვა. მაგალითად, დედამ ამ ვიდეოდან იპოვა მეთოდი დაემშვიდებინა თავისი მოჩხუბარი შვილები. მართალია, აღზრდის ეს მეთოდი დედას ნერვების ფასად დაუჯდა, მაგრამ ბავშვები მიხვდნენ, რომ არასწორად იქცეოდნენ, რაც კარგად ჩანს ვიდეოს ბოლოს. სცადეთ თქვენს შვილებთან ასეთი მეთოდის გამოყენება და აღარ ჩაიხედებიან დის ან ძმის თეფშში - ამ სიტყვის ყველა გაგებით.