თუ ძალიან გერევათ გული, შინ დარჩით, ოღონდ სახლიც დაალაგეთ და სადილიც მოამზადეთ თუ კაცს უჭირს ორსული ცოლის გაგება და მის მდგომარეობაში შესვლა, ეს სია წაუკითხეთ და შესთავაზეთ, თავად შეასრულოს ეს ყველაფერი, რის შემდეგაც უკეთ გაიგებს, რას გრძნობს ორსული ქალი.
1-3 თვე
1. ყოველ ღამე მოიწყვეთ მოწამვლა – მაგალითად, ვადაგასული პროდუქტი ჭამეთ. მერე კი რძე დააყოლეთ, მერე გაიგებთ, რატომაც.
2. მეორე დილას ადექით, საძილე აბები დალიეთ და სამსახურში წადით. თუ ძალიან გერევათ გული, შინ დარჩით, ოღონდ სახლიც დაალაგეთ და სადილიც მოამზადეთ.
3. ფეხებზე მიიმაგრეთ ქვიშით სავსე ტომსიკები – ნახევარ-კილოგრამიანები.
4. ჭამეთ ხაჭო. თუ არ გინდათ, ცოტა მაინც.
5. ეს არ ჭამოთ, ეს არ შეიძლება, არც ეს. არც ეს... ჯობს, ვაშლი ჭამოთ.
6. მოისროლეთ გაზიანი სასმელი!
7. წამოწექით და მერე ცოტა იოგურტი ჭამეთ.
8. გული აგერიათ? მოიწმინდეთ. ცოლს არ დაუძახოთ, მას არ სცალია.
9. პოლიკლინიკაში გაეშურეთ და სისხლის ანალიზები ჩააბარეთ... არა, თითიდან არა, ვენიდან.
10. თვეში სამჯერ იარეთ გასინჯვაზე სხვადასხვა ექიმთან.
3-6 თვე
1. მუცელზე წინიდან მიიმაგრეთ პატარა წყლით სავსე ლეიბი.
2. როცა იცვამთ, მაშინაც არ მოიხსნათ.
3. მაგ ლეიბითვე დაიძინეთ. როგორმე, გვერდულად.
4. არ დაგავიწყდეთ დილით საძილე აბების დალევა.
5. სამუშაოზე წასვლის წინ კი – ერთი ლიტრი წყლის.
6. ღამით კიდევ დალიეთ ერთი ლიტრი წყალი.
7. ცხვირში ბამბა ჩაიტენეთ ისე, რომ ჰაერი გადიოდეს, ოღონდ ოდნავ ჩაკეტილი იყოს ცხვირი. ბამბა სულ ატარეთ.
8. ძნელად სუნთქავთ? ოთახი ხშირად გაანიავეთ – ზოგს ეს შველის.
9. პოლიკლინიკაში წადით და სისხლი ჩააბარეთ. მერე რა, რომ ცოტა ხნის წინ ჩააბარეთ, ისევ საჭიროა.
10. თვეში სამჯერ იარეთ კვლავ გასინჯვაზე ექიმებთან. ლეიბი არ მოიხსნათ.
6-9 თვე
1. ყოველ დილით დაჯექით ტრიალა სკამზე და 10 წუთი იტრიალეთ. როცა საბოლოოდ დაგერღვევათ წონასწორობა, ადექით და სამსახურში წასასვლელად მოემზადეთ. გაქანავებთ? გითანაგრძნობთ, გაივლის.
2. ლეიბი კიდევ მეტად გაავსეთ წყლით.
3. შარდმდენი დალიეთ, სამსახურში კი ყოველ საათში ერთხელ – თითო ჭიქა წყალი.
4. ეცადეთ, სამუშაო ადგილს ხშირად არ მოწყდეთ. იყავით მხნე და შრომისუნარიანი. თუ ეს ძალიან ადვილად გამოგდით, საძილე აბების დოზა გაზარდეთ.
5. ასევე გაზარდეთ ქვიშიანი ტომსიკების წონა, რომლებიც ფეხებზე გაქვთ მიმაგრებული: ახლა თითო 2-კილოგრამიანი უნდა იყოს.
6. საღამოს, ლეიბის მოუხსნელად, დაწექით და იყავით შესანიშნავი საყვარელი.
7. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენს ცოლს სხვა კაცი გაუჩნდა, გაუგეთ.
8. ცოლს მეტი ყურადღება და დრო დაუთმეთ.
9. წადით პოლიკლინიკაში და სისხლი ჩააბარეთ.
10. თვეში სამჯერ იარეთ კვლავ ექიმთან გასინჯვაზე. რა თქმა უნდა, ლეიბით.
ძნელია? ასეთივე შეგრძნებები აქვთ ქალებს ორსულობის დროს, ხან – ამაზე ასჯერ უფრო რთულიც. ასე რომ...