მშობლების 20 უკვდავი ციტატა - გაიხსენეთ ბავშვობა და იცანით საკუთარი "მარგალიტები"
მშობლების 20 უკვდავი ციტატა - გაიხსენეთ ბავშვობა და იცანით საკუთარი "მარგალიტები"
უცნაურია, მაგრამ ძალიან ბევრ ფრაზას თითქმის ყველა მშობელი სისტემატურად იყენებს. გთავაზობთ გამონათქვემებს, რომლებიც ყველა თქვენგანისთვის ნაცნობია, რადგან მათ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში ნებისმიერი მშობელი წარმოთქვამს.
ის რაც მუდმივად მშობლებისგან გვესმოდა, დღეს უკვე ჩვენი ლექსიკის ნაწილიც გახდა. გაიხსენეთ მშობლების "ჩიჩინი" და იპოვეთ თქვენი "მარგალიტები".

მაშ ასე, წარმოგიდგენთ მშობელთა 20 უკვდავ ციტატას:

1. გაიზრდები და გაიგებ.
2. ჭამის დროს ძაღლიც არ ყეფს.
3. სანამ არ შეჭამ, ფეხს ვერ გაადგამ!
4. "გარაჟებზე" არ ირბინო!
5. ქუდი დაიხურე!
6. ჩაყლაპე და ისე ილაპარაკე.
7. ვთქვი და მორჩა!
8. დროზე, სახლში!!!
9. იმეცადინე?
10. ჩემთვის
ყოველთვის ბავშვი იქნები.
11. ჩაიცვი, თორემ ისე გაცივდები, ვერ გაიგებ!
12. რომ არ ჭამ, იმის ბრალია.
13. ჭუჭყიანი ფეხსაცმელით არ შემოხვიდე!
14. შენხელა რომ ვიყავი...
15. ნუ იჯღანები, ეგრე არ დარჩე!
16. ამ სკოლაში სულ "იგივე" როგორ გაქვთ?
17. ის რომ კლდიდად გადახტეს, შენც უნდა მიჰყვე?
18. ვის ველაპარაკები?
19. მივიდეთ სახლში, იქ მოგივლი.
20. არ ისწავლი და ქუჩებს დაგვი!
11400
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
ლია
0
მაგარიაააააა
15:30 / 11-01-2019
Dv
0
მატყუარა ამინდია))
22:28 / 10-01-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```