მშობლების 20 უკვდავი ციტატა - გაიხსენეთ ბავშვობა და იცანით საკუთარი "მარგალიტები"
მშობლების 20 უკვდავი ციტატა - გაიხსენეთ ბავშვობა და იცანით საკუთარი "მარგალიტები"
უცნაურია, მაგრამ ძალიან ბევრ ფრაზას თითქმის ყველა მშობელი სისტემატურად იყენებს. გთავაზობთ გამონათქვემებს, რომლებიც ყველა თქვენგანისთვის ნაცნობია, რადგან მათ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში ნებისმიერი მშობელი წარმოთქვამს.
ის რაც მუდმივად მშობლებისგან გვესმოდა, დღეს უკვე ჩვენი ლექსიკის ნაწილიც გახდა. გაიხსენეთ მშობლების "ჩიჩინი" და იპოვეთ თქვენი "მარგალიტები".

მაშ ასე, წარმოგიდგენთ მშობელთა 20 უკვდავ ციტატას:

1. გაიზრდები და გაიგებ.
2. ჭამის დროს ძაღლიც არ ყეფს.
3. სანამ არ შეჭამ, ფეხს ვერ გაადგამ!
4. "გარაჟებზე" არ ირბინო!
5. ქუდი
დაიხურე!
6. ჩაყლაპე და ისე ილაპარაკე.
7. ვთქვი და მორჩა!
8. დროზე, სახლში!!!
9. იმეცადინე?
10. ჩემთვის ყოველთვის ბავშვი იქნები.
11. ჩაიცვი, თორემ ისე გაცივდები, ვერ გაიგებ!
12. რომ არ ჭამ, იმის ბრალია.
13. ჭუჭყიანი ფეხსაცმელით არ შემოხვიდე!
14. შენხელა რომ ვიყავი...
15. ნუ იჯღანები, ეგრე არ დარჩე!
16. ამ სკოლაში სულ "იგივე" როგორ გაქვთ?
17. ის რომ კლდიდად გადახტეს, შენც უნდა მიჰყვე?
18. ვის ველაპარაკები?
19. მივიდეთ სახლში, იქ მოგივლი.
20. არ ისწავლი და ქუჩებს დაგვი!
11602
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
ლია
0
მაგარიაააააა
15:30 / 11-01-2019
Dv
0
მატყუარა ამინდია))
22:28 / 10-01-2019
ლელა
0
კიი,ზუსტაად:))) მაგრამ მე, დედიკო,რომელიც სულ რაღაც 5 თვს წინ,,წავიდა" 87-ე წელში,ისევ მარიგებდა:ქუდი დაიხურე; თბილად ჩაიცვი;ყოველ წუთში ბანაობა არ გამიგია მე;რა გვიანამდე ზიხარ ამ კომპისთან(ზუსტად ასე ამბობდა)...ახლა არავინ მარიგებს ჭკუას და არ მიფრთხილდება:(( ასეა,ყველა თაობა იმეორებს ამ,,მაგიურ" სიტყვებს:) ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი ბავშვები და ჩვენ,რასაკვირველია:)
17:28 / 10-01-2019
მადლობ დედიკო! მე შენ ასეთიც მიყვარხარ!
0
შე უჯიშო შენ, ნეტავ ვის დაემსგავსე?! ღმერთო რა დავაშავე მამაშენივით ვირი და ყრუ რომ ხარ ?!დაეგდე აქ და სანამ გაკვეთილებს არ ჩამაბარებ აქედან ფეხსაც ვერ მოიცლი!!!
15:53 / 10-01-2019
0
გაჩერდი თორემ ქამრით გცემ და მაგიდის გარშემო სირბილი
11:20 / 09-01-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?