"მახსენდება, როგორ დავარტყი ექიმს წელში ფეხი. მეორე დღეს წელშეხვეული მომინახულა... გავაშეშე ქალი..." მშობიარობის დროს ქალს უდიდესი ტკივილების ატანა რომ უწევს, ფიზიკურ და მორალურ სტრესში რომ არის, ეს ახალი ამბავი არ გახლავთ. თუმცა ამ დროს კურიოზული მომენტებიც ხდება, ან ისეთი მომენტები, რომლებიც შემდეგ სიცილით ახსენდებათ დედიკოებს. ახლა რამდენიმე მათგანის ნაამბობს გთავაზობთ ჩვენი დედების ჯგუფიდან.
"დილით ავდექი, სარკეში ჩავიხედე და სახე მქონდა გადატყავებული შუბლიდან საფეთქლამდე - სახე ჩამოვიგლიჯე სიმწრისგან. ახლა ამაზე მაგრად მეცინება. ეს მევქენი-თქო? - სარკეში ჩემს თავს ვეუბნეოდი. მერე ჩემს პირად ექიმსაც დავადასტურებინე, არ მეგონა, მე რომ მოვიგლიჯე ასე მწარედ სახე. იმას აღრ მოგიყვებით, ჩემი ქმარი რომ გაიშოტა ძირს - რა ძალა ადგა, რას შემოდიოდა ბლოკში... მერე ნახვის საათების დროს ჩემი მეგობრები ჯგუფებად რომ ეპარებოდნენ დაცვას, ეგეც მაგარი კომედია იყო..."
"ჩემს გოგონას დავარქვით ფრანგული სახელი ნიკოლი, ვინც არ იცოდა, გოგო რომ გვეყოლა, ყველა ბიჭს გვილოცავდა - ნიკოლოზს".
ასევე იხილეთ: რატომ უყვირის მშობიარეს ექიმი
"მახსენდება, როგორ დავარტყი ექიმს წელში ფეხი. მეორე დღეს წელშეხვეული მომინახულა - გავაშეშე ქალი. აი, მეორეზე გულში ჩამრჩა - ბურთი არ მომცეს, გაგვიხეთქაო... ქმარზე აღარ ვლაპარაკობ - გაგანია სიცხეში გავარდა სახლში და ზამთრის ტანსაცმელი ჩაიცვა, მცივაო. არადა, ხალხს ხვითქი გასდიოდა..."
"მე ქმარზე ვიწყევლებოდი მწარედ".
"ექიმს ვუყვირე, მეორედ მშობიარობა არავინ მიხსენოს-თქო. და კიდევ, ჩემი ქმარი რომ შემოვიდა მშობიარობის შემდეგ ბლოკში და ისევ დიდი მუცლით მნახა, ძალიან დაბნეულმა მკითხა, ხომ იმშობიარეო?"
"ჩემზე რომ მშობიარობდა დედაჩემი, პალატაში ერთი ქალი ჰყოლია. რამდენიც ტკივილები მოუვლიდა, გადადგებოდა აივანზე და ქმარს ეძახდა გამწარებული: "თემურიიი! რა მიქენი, თემურიიი!"
თუ თქვენც გაქვთ კურიოზული ამბები მშობიარობასთან დაკავშირებით, კომენტარებში დაწერეთ.