ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა დასვენება, ქმარი ერთი დღით ადრე ჩავიდა კურორტზე. აიღო ნომერი. ოთახში კომპიუტერი დახვდა ინტერნეტით... ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონებით სარგებლობს ეს პატარა ამბავი:
"ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა დასვენება, ქმარი ერთი დღით ადრე ჩავიდა კურორტზე. აიღო ნომერი. ოთახში კომპიუტერი დახვდა ინტერნეტით. გადაწყვიტა, დაეწერა შეტყობინება ცოლისთვის, რომელიც მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ მისამართი აკრიფა არასწორად და ერთი ასო შეეშალა. გამოვიდა, რომ მისწერა სხვას, ქვრივ ქალს, რომელმაც წინა დღეს დაასაფლავა ქმარი.
ქვრივმა ფოსტის შემოწმება გადაწყვიტა. იქ იყო რამდენიმე შეტყობინება სამძიმრით და ერთი სათაურით: "ჩემს ცოლს, რომელიც ჯერ კიდევ სახლშია".
შედის ქვრივის შვილი დედასთან ოთახში. ხედავს გაფითრებული დედა სკამიდან ცურდება. შვილი უყურებს მონიტორს, იქ კი შეტყობინებაა:
"ძვირფასო! ვიცი, რომ არც კი გეგონა, რომ მოგწერდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ინტერნეტია! მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ნორმალურად ჩავაღწიე. დავრეგისტრირდი. ვემზადები შენი ჩამოსვლისთვის. იმედი მაქვს, ჩამოაღწევ დაბრკოლებების გარეშე, როგორც მე! მოუთმენლად გელოდები! Р.S. აქ ცხელა!!!"