პაწიას ფიქრები დედაზე პაწიას ფიქრები დედაზე:
დედა რბილი ბალიშია, რომელზეც სიამოვნებით იგორავებ ძილის წინ.
დედა თბილი ლოგინია, შეუძლია, მისთვის მოუხერხებელ პოზაში საათობით იჯდეს ან იწვეს, ოღონდ შენ დახუჭო თვალები და ტკბილად დაიძინო.
დედა ყველაზე სწრაფი ოფიციანტია მსოფლიოში, მთავარია, საჭირო ხმაზე იყვირო და ჩემი, პატარა ტირანის განკარგულებაში უსწრაფესად აღმოჩნდება საჭირო სასმელი ან საჭმელი.
დედა ენციკლოპედიაა. მასში არის შეკითხვები ნებისმიერ და დაუსრულებელ შეკითხვებზე: `რატომ? რისთვის? როდის? სად? ვინ?~
დედა საუკეთესო სათამაშო მოედანია! მისი ფეხები არ იღლება ჩემი რწევით, მასზე შეიძლება ცოცვა ზურგიდან კისრისკენ და საერთოდაც, სხვადასხვანაირად, დაეშვა ფეხების სასრიალოდან და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უსაფრთხოდ მოხდება.