მაღაზიებში პროდუქტებზე გასვლა მივლინება მგონია • ძალიან სათუთი აუდიტორია მყავს, რომელიც გვერდიდან არ მცილდება, მაშინაც, როცა საჭირო ოთახში ვარ.
• პამპერსები მაქვს ჩანთაში, ფულსა და მინი-აფთიაქთან ერთად.
• ჩემი მინი-აფთიაქისა სასწრაფო დახმარების ექიმებს შეშურდებათ.
• შემიძლია, ერთდროულად საკუთარი თავიც გამოვკვებო და კიდევ ორი ადამიანიც.
• უკვე მრავალი თვეა, 4-5 საათზე მეტი არ მძინავს.
• მაღაზიებში პროდუქტებზე გასვლა მივლინება მგონია.
• შვილის ეჭვიან მზერას ვიჭერ, როცა ჩემს ქმარს ვკოცნი.
• დილაობით ყავას ვსვამ კრუასანებით და საყვარელ გადაცემებს ვუყურებ (რასაკვირველია, ეს ხუმრობაა, მხოლოდ და მხოლოდ აკვიატებული ოცნება).
• ყველაფერს ერთ მაღაზიაში ვყიდულობ, რომელიც ახლოსაა. იქ მცნობენ და მათ თვალებში მადლიერებას ვხედავ, როცა ბავშვების გარეშე მივდივარ.
• კომპიუტერში, მანქანაში, მობილურში ბავშვების საყვარელი მუსიკაა ყველგან. უკვე მეც მიყვარს ისინი და ვღიღინებ კიდეც.
• უფრო მგრძნობიარე ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი.
• ვტირი ყოველ ჯერზე, როცა ვხედავ, რომ ბავშვი ტირის.
• ჩლიქინით ლაპარაკი და მსახიობობა ვისწავლე – იმიტომ, რომ ეს ბავშვებს მოსწონთ.
• გამიმახვილდა სმენა, გავხდი სუპერ-მოხერხებული და რასაც ადრე ორი ხელითაც ვერ გავაკეთებდი, ახლა იმას ცალი ხელით, ან სულაც ორი თითით ვაკეთებ.
• შემიძლია, მთელი დღე სპორტული შარვლით ვიარო. სპორტული ფეხსაცმელი კი ყველაზე მოხერხებულია ამქვეყნად.
• ჩემი ცხოვრების წესს არაფრით გავცვლიდი არაფერზე.