ჩვენ გარშემო ხშირად გაგვიგონია თმის ცვენის პრობლემაზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, თუ რა ხდება სინამდვილეში. შევეცადოთ გავერკვეთ პრობლემაში.
ჰორმონალური ცვლილებები
მშობიარობა, ორსულობის შეწყვეტა, კონტრაცეპტივების მკვეთრი შეცვლა ან პირიქით, ანტიესტროგენული პრეპარატების მიღება. ნებისმიერი ჩამოთვლილი ფაქტორი შეიძლება გახდეს მიზეზი თმის ცვენისა. მაგალითად, ორსულობის დროს ქალური ჰორმონების რაოდენობა იზრდება, ხდება ზრდის
სტრესი
შეყვარებულს ეჩხუბეთ? ვერ გამოიძინეთ? სამსახურში შენიშვნა მიიღეთ უფროსისგან? - ეს არაფერია. მაგრამ თუ ხშირად იღებთ სტრესს - მაშინ თქვენ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნებათ. მაგალითად: ერთჯერადმა ძლიერმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თმის ცვენა 100 დღის შემდეგ. ქრონიკული სტრესის პირობებში ცვენა იქნება მუდმივი და მონოტონური.
მკაცრი დიეტა
თუ თქვენ
ვიტამინების ნაკლებობა
გასაგებია, რომ თმის ცევენა გამოწვეულია ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობის გამოც. ხშირად ეს ეხება В ჯგუფის ვიტამინებს. სწორედ ამ ვიტამინების ნაკლებობა განაპირობებს თმის ცვენას. სანამ გაიქცევით აფთიაქში პრეპარატების შესაძენად - დარწმუნდით, რომ ნამდვილად გესაჭიროებათ ესა თუ ის ვიტამინი. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ჩააბარეთ აუცილებელი ანალიზები და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.
გენეტიკა
გენებს ვერ შეეკამათები: თუ თქვენი მშობლებისგან ერთ-ერთი შეეჯახა ამ პრობლემას, თქვენ რისკის ქვეშ იმყოფებით. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გენეტიკური განწყობა შეიძლება გადავიდეს შვილზე არა მხოლოდ მამის (ასე ითვლებოდა ადრე), არამედ დედის მხრიდანაც. პანიკის გარეშე! ჯობს ჩაეწეროთ ექიმთან და დაიწყეთ პრობლემის მოგვარება.