მოქმედებს თუ არა ძუძუთი კვება მკერდის ფორმაზე და შესაძლებელია თუ არა ფორმის გამოსწორება?
მოქმედებს თუ არა ძუძუთი კვება მკერდის ფორმაზე და შესაძლებელია თუ არა ფორმის გამოსწორება?
1 / 2
Next
ძუძუთი კვება და მამოპლასტიკა! მოქმედებს თუ არა ძუძუთი კვება უარყოფითად მკერდის ფორმაზე და შესაძლებელია თუ არა ფორმის გამოსწორება? როგორ უნდა მიიღოთ მკერდის ის სასურველი ფორმა, რომელზეც ოცნებობთ? ამ და სხვა შეკითხვებს პასუხობს რუსეთში მოღვაწე ქართველი პლასტიკური ქირურგი ნოდარ იოსელიანი. იგი ჩაჩავას კლინიკის სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში, ატარებს კონსულტაციებს და ოპერაციულ მკურნალობას ჩაჩავას ქირურგიულ კლინიკაში.

- სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც დედა ამბობს უარს ბავშვის ძუძუთი გამოკვებაზე იმ მიზეზით, რომ მკერდი "გაუფუჭდება". რეალურად მოქმედებს თუ არა ძუძუთი კვება უარყოფითად მკერდის ფორმაზე და
შესაძლებელია თუ არა ფორმის გამოსწორება?
- დედის რძე საკვები ნივთიერებების შემცველობის თვალსაზრისით ისეა დაბალანსებული, რომ ვერც ერთი ხელოვნური ნარევი ვერ შეედრება. ის იდეალური საკვებია ჩვილისთვის. დედამ, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ბავშვი საკუთარი რძით გამოკვებოს, არ უნდა თქვას ამაზე უარი. მხოლოდ დედის რძეშია ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები და იმუნური ფაქტორები, რომლებიც საიმედოდ იცავს ჩვილს ინფექციური თუ ალერგიული დაავადებებისგან. არსებობს ძალიან ბევრი მეთოდი იმისთვის, რომ ორსულობამდე და კვების დროსაც არანაირი პრობლემა არ შეექმნას ქალს. ამისთვის გამოიყენება მთელი რიგი კოსმეტოლოგიური საშუალებები. ხშირად მომმართავენ პაციენტები, რომლებიც საერთოდ არ არიან ნამშობიარები და არც ბავშვი უკვებიათ რძით, მკერდი კი თავისით დაეწიათ.
ასე რომ, ძუძუთი კვებაზე უარის თქმა იმის გამო, რომ მკერდი ფორმას დაკარგავს, არ მიმაჩნია მართებულად.

- ბუნება ყველა ქალს არ აჯილდოებს ლამაზი მკერდით, როგორ შეიძლება ქალმა მიიღოს ან დაიბრუნოს მკერდის ის ფორმა, რომელიც სურს?
- მკერდის გადიდება, აწევა, იმპლანტაციით - ეს გახლავთ დღესდღეობით ყველაზე უსაფრთხო მეთოდი. ოპერაციამდე შესაძლებელია შედეგის ზუსტი განსაზღვრა, რაც დიდი კომფორტია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის. იმპლანტის მწარმოებელი კომპანიები გვაძლევენ სამუდამო გარანტიას ხარისხზე. ზოგადად, იმპლანტი აბსოლუტურად შეთავსებადია ორგანიზმთან და უძლებს 800-900 კილოგრამ დატვირთვას. თუ ოპერაციას აკეთებს გამოცდილი ქირურგი, პრაქტიკულად არ არსებობს პოსტოპერაციული გართულებების რისკი.

არის შემთხვევები, როდესაც ქალბატონებს სურთ მკერდის დაპატარავება, რადგან ანატომიურად დიდი მკერდი ქმნის ძალიან დიდ პრობლემებს ხერხემლისთვის. ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა, ზედმეტად დიდი ზომის მკერდი არის გარკვეული სახის სიმძიმე ხერხემლისთვის, რაც შემდგომ გართულებებს იწვევს.

- გავრცელებულია მოსაზრება, რომ იმპლანტი ხელს უშლის ძუძუთი კვებას, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- გამომდინარე იქიდან, რომ იმპლანტი იდგმება კუნთის ქვეშ, კუნთის ზევიდან კი არის სარძევე ჯირკვალი, რომელსაც არ ეხება იმპლანტი, არანაირი პრობლემა არ იქმნება ძუძუთი კვების დროს. თუ ქალი გადაწყვეტს, ოპერაცია ლაქტაციის შემდგომ გაიკეთოს, აუცილებელია, რომ ლაქტაციის პერიოდის დასრულებიდან გასული იყოს 4-6 კვირა, მიიღოს სხეულის მისთვის სასურველი წონა, რომელსაც შეინარჩუნებს. ასევე უნდა აღუდგეს მენსტრუალური ციკლი - ამის შემდეგ შესაძლებელია ოპერაციის გაკეთება.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
5071
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```