ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია ფრანგული მელირება ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია ფრანგული მელირება, ე.წ. ომბრე – თმის გაღიავებული ბოლოები.
რა თქმა უნდა, მისი გაკეთება უკვე ნებისმიერ სილამაზის სალონშია შესაძლებელი, თუმცა ქიმიური საღებავებით, რომლებიც თმას სიჯანსაღეს უკარგავენ და რაც მთავარია, ეს პროცედურა იაფი არ ღირს.
ომბრეს გაკეთება ძალიან მარტივად სახლის პირობებშიც შეგიძლიათ და თანაც ისე, რომ პირიქით – გაიუმჯობესოთ თმის სტრუქტურა და გაიჯანსაღოთ ის.
პირველ რიგში, დაიბანეთ თავი, ოღონდ შემდეგი მეთოდით:
იმ რაოდენობის შამპუნში, რასაც ერთ ჯერზე დაბანისას იყენებთ, შეურიეთ მწიკვი მარილი ან სოდა და ასე დაიბანეთ. ეს წინასწარ დაარბილებს თმას.
შეიშრეთ თმა პირსახოცით და აცალეთ, რომ გაშრეს თავისით.
ახლა წაისვით თაფლი (უმჯობესია, აკაციის) თმის შუა ნაწილიდან ბოლოებამდე ისე, რომ ბოლოებში უფრო მეტი თაფლი მოხვდეს.
თმის შეფუთვა არ ღირს, რადგან სითბოში თაფლის მოქმედება შენელდება. იმისათვის, რომ თაფლი არ ჩამოგეღვენთოთ, დაიხურეთ მაქსიმუმ შხაპის ქუდი, ან გაიკარით თხელი თავშლით. თაფლის ნიღბის თმაზე გაჩერება რეკომენდებულია არანაკლებ ერთი საათისა, შემდეგ ჩამოიბანეთ.