რა მასწავლა ჩინელმა ძიძამ - როგორ უნდა უვლიდეს თავს ახალნამშობიარები ქალი
რა მასწავლა ჩინელმა ძიძამ - როგორ უნდა უვლიდეს თავს ახალნამშობიარები ქალი
1 / 3
Next
"მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ ძიძად ჩინელი ქალი ავიყვანე. მან ჩვენთან 3 თვე გაატარა. ჩინეთში მშობიარე ქალისთვის დამხმარეს აყვანე ტრადიციაა. ძიძა 3 თვე ცხოვრობს თქვენთან და ზრუნავს არამარტო ჩვილზე, არამედ დედაზე. ამ სამთვიან პერიოდს confinement -ი ანუ შეზღუდვა ეწოდება. ძიძას კი confinement nanny-ი.
ჩინური ტრადიციები მსოფლიოში ერთ-ერთ ჯანსაღ ცხოვრების წესადაა მიჩნეული და საფუძვლად ძველი ცივილიზაციის სიბრძნე უდევს. ალბათ საინტერესო იქნება ახალნამშობიარები ქალის მოვლის მათეული წესები. გადახედეთ, შეიძლება თქვენთვის სასარგებლოც ბევრი რამ აღმოჩინოთ.

მშობიარობის შემდეგ დედა ჩვილთან ერთად ე.წ. კარანტინის პერიოდს გადის.
ასეთ პრაქტიკას იყენებენ ჩინელები, მალაიზიელები და ინდიელები. მათი მიზანია, ხელი შეუწყონ დედას, რომ აღიდგინოს ფიზიკური და ემოციური ძალები. ასევე დაცული იყო ინფექციებისგან და ისეთი პრობლემებისგან, რომელიც მის და ბავშვის ჯანმრთლობაზე შეიძლება ცუდად აისახოს.


ზოგიერთი წესი "შემზღუდველი" პერიოდის დროს:
  • ბანაობა შესაძლებელია მხოლოდ თბილი წყლით, რომელსაც ბალახების ნაყენი აქვს დამატებული.
  • იკრძალება "გამაგრილებელი" ელემენტების - ცივი წყალი, კონდიციონერი, ვენტილატორი - გამოყენება.
  • თავად დედაც თბილად უნდა იყოს ჩაცმული. განსაკუთრებით ფეხზე.
  • რეგულარულად კეთდება სპეციალური მასაჟი, ძირითადად მუცელზე.
mshoblebi
დიეტური საიდუმლოებები
შეზღუდვა ეხება კვებასაც. მეძუძურ დედას აჭმევენ იმ პროდუქტებს, რომლებიც რძის წარმოქმნაში დაეხმარება. გარდა ამისა, არ უნდა დაირღვეს ინ და
იანის ენერგიები. პირველი ცივი ენერგიაა, იანი - ცხელი. მათი დისბალანსი იწვევს გაღიზიანებას, მოთენთილობას. კუჭის მოქმედების არევას, გამონაყარს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 3
Next
11835
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
დედა
1
რად უნდა ჩინელი ამას.40 დღე რომ დედა-შვილი იზოლირებული უნდა იყოს ყველამ ვიცით,მაგრამ სასაცილოდ არ გვყოფნის.
10:13 / 26-12-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```