ამ 10 თვისების მქონე ქალებს იდეალურ ცოლებად, საყვარლებად და ცხოვრებისეული სიბრძნის მქონე არსებებად მიიჩნევენ
ამ 10 თვისების მქონე ქალებს იდეალურ ცოლებად, საყვარლებად და ცხოვრებისეული სიბრძნის მქონე არსებებად მიიჩნევენ
ყველა ქალს აქვს მისთვის დამახასიათებელი ხიბლი. ზოგჯერ დრო და ეპოქაც განსაზღვრავს ქალის მომხიბვლელობას - 100 წლის წინ სხვანაირი ქალები „ფასობდნენ“, 50 წლის წინ - სხვანაირები, თუმცა არსებობს ქალის ტიპი, რომელიც ყველა დროსა და ეპოქაში იპყრობდა მამაკაცების ყურადღებას. მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვერ შეხვდებით, თუმცა როგორც კი გაიცნობთ, მაშინვე შეამჩნევთ განსხვავებულ შარმსა და მომაჯადოვებელ ძალას.
თუ ძალიან დავკონკრეტდებით, შეიძლება 10 ზოგად წესში ჩამოაყალიბო ის ჩვევები, რაც ქალს
იდეალურ ცოლად, საყვარლად, ელიტურ ლამაზმანად და ცხოვრებისეული სიბრძნის მქონე ლედად აქცევს..

1.ის არასდროს მოგახვევთ
თავზე საკუთარ აზრს
მუდამ აქვს საკუთარი აზრი მომხდარზე, მაგრამ მშვიდად ისმენს სხვების აზრსაც. მუდამ მზადაა თვალსაწიერის გასაფართოებლად და სწავლისთვის.

2. ღიმილიანი და კეთილშობილია
დამლაგებლადაც რომ მუშაობდეს, მასში დედოფლურ მანერებს მაინც შეამჩნევთ. არაა სნობური, პატივიცემითა და კრძალვით ექცევა უმცროსს, დაქვემდებარებულებსაც კი.

3. ამპარტავნება მისთვის უცხოა
ნამდვილმა ლედიმ კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. ამასთანავე, პატივისცემით ექცევა მათაც, ვინც დიდად არ მოსწონს. არასდროს არავის მიმართავს დამამცირებელი მეტსახელით.

4. მორიდებულია
არასდროს მოგახვევთ თავს თავის აღზრდას, განათლებას... დახვეწილი მანერები აქვს და მორიდებულობა ახასიათებს.

5. არასდროს ფორიაქობს
არ ახასიათებს ნერვიულად ფეხის ქნევა, პასტის თავის ღეჭვა, თითებით კაკუნი.
mshoblebi
6. მუდამ
წელგამართული დადის
მხრებში მოხრილი ქალი ვერსადროს დაიმსახურებს მამაკაცების ყურადღებას. ნამდვილი ლედი მუდამ წელგამართული და თავაწეული დადის.

აი, თურმე რომელ ასაკშია ქალი ყველაზე ლამაზი!

ამ სამი ქალიდან ერთი - ბებიაა. აბა, გამოიცანით, რომელი?

7. არასდროს ბილწისტყვაობს და უხეშობს
არ ეწევა, არ სვამს, არასდროს ამბობს უცენზურო სიტყვებს. მისი ჩაცმულობა არასოდესაა გამომწვევი. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი სხეული აქვს, ზედმეტ სიშიშვლეს არ დაუშვებს. იცის, რა გამოაჩინოს და რამდენად - ყველა კაცს როდი ექნება ფუფუნება, მისი სხეული დაუფარავად ათვალიეროს

8. ღირსებებით აღსავსესა, რასაც ვერავინ წაართმევს
ვერც ხელისუფლება, ვერც ომი და რევოლუცია. მუდამ იცავს ეტიკეტს, თვითდისციპლინას, კეთილშობილია და დახვეწილი მანერები აქვს. ამ თვისებებს ყველგან იყენებს - სასახლეშიც და ბოსტანშიც.
mshoblebi
9. არ უშინდება რთულ სამუშაოს
ერთნაირი წარმატებით ართმევს თავს რთულ პროექტებსა და ჩვეულებრივ ოჯახურ წვრილმანებს. არ სჩვევია წუწუნი და პანიკა, მშვიდად აგვარებს პრობლემებს და არც ამის ზედმეტად აფიშირებით აწუხებს გარშემო მყოფთ.

10. არასდროს იქნება მოუვლელი
ნამდვილი ლედი თმაგაწეწილი და დასაუთოებელი სამოსით ქუჩაში არ გამოვა. მისი საწოლი მუდამ ალაგებულია, ნივთები - მილაგებული. ვარცხნილობა, მანიკიური და სამოსი კი იდეალური.

სამი ემოცია, რომლის გამოც ქალი მამაკაცთან ურთიერთობას ვერ წყვეტს

10 უბრალო ჩვევა, რითაც ქალი ჯანმრთელობას ინადგურებს
4043
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```