ეს დაავადება სტაფილოკოკური ტოქსინების ზემოქმედებით ვითარდება ქალებში, რომლებიც ციკლის დროს ხმარობენ საფენის მაგივრად ტამპონებს პირველი ოპერაცია გოგონამ რამდენიმე წლის წინ გადაიტანა. მაგრამ ამან არ უშველა, მტანჯველი ტკივილებისაგან გათავისუფლებულიყო. საჭირო გახდა ისევ ამპუტაცია...
2012 წელს მოდელმა ლორენ ვასერმა ციკლის დროს მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო - მაღალი ტემპერატურა, თავბრუსხვევა და სისუსტე ჰქონდა. სახლში დაბრუნების შემდეგ, დაღლილი უცებ მიწვა და დაიძინა... აღარც გახსენებია, რომ ტამპონი გამოეცვალა.
კარზე კაკუნის ხმამ გამოაღვიძა: დედამ, რომელიც გამუდმებით ურეკავდა ტელეფონზე, პოლიცია გამოიძახა.
გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტემპერატურამ 40-მდე აუწია. შინაგანი ორგანოების გათიშვის რისკი იზრდებოდა. ლორენის მდგომარეობა უარესდებოდა. უცებ, ერთ-ერთმა ექიმმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა გაკეთებული ტამპონი...
მალე დაუსვეს მოდელს ტოქსიკური შოკის სინდრომის დიაგნოზი. ეს დაავადება სტაფილოკოკური ტოქსინების ზემოქმედებით ვითარდება ქალებში, რომლებიც ციკლის დროს ხმარობენ საფენის მაგივრად ტამპონებს. ამ დროს სისხლი გროვდება საშვილოსნოს ყელში და გარეთ ვეღარ გამოდის. ეს კი ხელს უწყობს ამ გარემოში მიკროორგანიზმების გამრავლებას, რაც თავის მხრივ წამლავს ორგანიზმს. ტამპონების გარდა ტოქსიკური შოკის სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალურმა კონტრაცეპტივებმა, ასევე ქირურგიული ჩარევის დროს ცხვირში ტამპონების ჩადებამ.
8-დან 15%-ში ტოქსიკური შოკის შემთხვევები ლეტალურად მთავრდება.
რათა გადაერჩინათ ლორენის სიცოცხლე, ექიმებმა სისხლის მიმოქცევა მიმართეს სასიცოცხლო ორგანოებისკენ და დაიწყეს ტოქსინების გამოდევნა ორგანიზმიდან. მაგრამ დაწყებულმა პროცესმა და ინფექციამ განგრენა გამოიწვია. ექიმებმა ურჩიეს ორივე ფეხის ამპუტაცია, რათა მისთვის იცოცხლე შეენარჩუნებინათ.
ლორენი დათანხმდა ერთი ფეხის ამპუტაციას მუხლს ქვემოთ, ხოლო მეორე ფეხზე - მხოლოდ თითების.
გამოჯანმრთელების შემდეგ პოდიუმს დაუბრუნდა. ტამპონების მწარმოებელ კომპანიაზე კი სარჩელი შეიტანა.
სასამართლო პროცესი რამდენიმე წელს გაგრძელდა. ახლახანს ლორენს მოუწია მეორე ფეხის ამპუტირებაც. მისი სიტყვებით, ამ წლების მანძილზე ის საშინელი ტკივილებით ცხოვრობდა.
«ოქროს ფეხი მაქვს, რომლითაც ვამაყობ. მაგრამ მასზე გახსნილი წყლული მაქვს. რამდენიმე წლის მანძილზე ჩემი სხეული გამოიმუშავებდა ბევრ კალცს, თითქოს აიძულებდა ძვლებს გაზრდილიყო. ჩემი ტვინი მიგზავნის სიგნალს, რომ თითები მეზრდება. საქმე ამპუტაციამდე მივიდა, რადგან სიარული შეუძლებელი გახდა“, - ამბობს ლორენი.
«მადლობა იმისთვის, რომ მომეცა კიდევ ბევრი დრო სიცოცხლისთვის!“ - წერს ლორენი სოციალურ ქსელში.
საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მოდელი გეგმავს კანონპროექტზე მუშაობას, რომელიც დეტალურად გააცნობს ტამპონების მომხმარებლებს მოსალოდნელი რისკებისა და გართულებების შესახებ.
ტოქსიკური შოკის სინდრომის თავიდან ასაცილებლად, დღის საათებში ექიმები ტამპონების გამოცვლას ყოველ 3-4 საათში ერთხელ უწევენ რეკომენდაციას. ძილის დროს მათი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.