რატომ უვითარდებათ ქალებს ვაგინალური სიმშრალე და რა არის გამოსავალი?
რატომ უვითარდებათ ქალებს ვაგინალური სიმშრალე და რა არის გამოსავალი?
ვაგინალური სიმშრალე ქალს ინტიმურ პრობლემებს უქმნის. ასეთ დროს ინტიმური კავშირის დამყარება გაძნელებულია - ხშირად ქალი ტკივილსაც განიცდის.

ვაგინალური სიმშრალე სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს:

ჰორმონალური ცვლილებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. უმეტეს შემთხვევაში ესტროგენის დონე მცირდება მენოპაუზის დროს, მშობიარობის შემდეგ ან ლაქტაციის პერიოდში. იგივე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ქიმიოთერაპიით მკურნალობამ. ვაგინალური ჯანმრთელობა უმეტესწილად ესტროგენის დონეზეა დამოკიდებული, რომელიც ლუბრიკაციის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

საშოს სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქო-ნევროლოგიური ფაქტორები.

ვაგინალური სიმშრალე ზოგჯერ სხვადასხვა
მედიკამენტების მიღებისას განვითარებულ გვერდით ეფექტებს
უკავშირდება - მაგალითად, ანტიალერგიული ან არასტეროიდული ანტიანთებითი ჯგუფის ზოგიერთი პრეპარატი იწვევს ლორწოვანი გარსების გამოშრობას.

ზოგჯერ კი ქალს დაქვეითებული აქვს ლიბიდო, ანდა არ ხდება სქესობრივი აქტის წინ საკმარისი აგზნება და ესეც შეიძლება გახდეს საშოს სიმშრალის მიზეზი.

საშოს ლორწოვანის გაზიღიზიანების გამოწვევა შეუძლია საპნებს, ჰიგიენის სხვა საშუალებებს, პარფიუმერულ პროდუქციას. ძალიან ბევრი ქალი ალერგიულია ასეთი პროდუქტების მიმართ. გამღიზიანებლებად ითვლება საცვლები და პირსახოცებიც. უმრავლეს შემთხვევაში ქალმა არც იცის, რომ ამა თუ იმ ქსოვილის თუ პროდუქტის მიმართ ალერგიულია.

საყურადღებოა ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ მთელ ორგანიზმში და საშოში განვითარებული დისბიოზი, რომელიც ასევე ხშირად ხდება ხოლმე სიმშრალის მიზეზი.

როგორ აღვადგინოთ ლორწოვანი?
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის დახმარება და შესაბამისი
ანალიზების გაკეთება რომ დადგინდეს სიმშრალის ზუსტი მიზეზი. ამის შესაბამისად უნდა ჩატარდეს მკურნალობა, მაგალითად ესტროგენის დეფიციტისას, შეიძლება საჭირო გახდეს ჰორომონალური კორექცია, თუ მედიკამენტებია სიმშრალის გამომწვევი, საჭიროა სიფრთხილე მათი დანიშვნისას.

თუმცა ამასთან ერთად აუცილებელია ადგილობრივი თერაპია საშოს ლორწოვანის ეპითელიზაციის და ელასტიკურობის აღსადგენად. ამ მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ციკატრიდინას სანთლები.

ციკატრიდინა ვაგინალური სანთლების აქტივობა განპირობებულია მასში შემავალი ჰიალურონის მჟავასათი, რომელიც უზრუნველყოფს ქსოვილის სტრუქტურულ სიმტკიცეს, ტროფიკასა და ელასტიურობას.

ხსნის საშოს ლორწოვანის ატროფიის სიმპტომებს (მტკივნეული სქესობრივი აქტი, საშოს სიმშრალე, ქავილი);

გარდა ამისა, ციკატრიდინა გამოიყენება საშვილოსნოს ყელზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ საშოს ტრავმების შეხორცების სტიმულირებისათვის, აგრეთვე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომ, სამშობიარო გზების ტრავმების შეხორცების სტიმულაციისთვის, მცირე მენჯის მიდამოში დასხივების (სხივური თერაპია, ბრაქითერაპია) შემდგომ საშოს შეხორცების სტიმულაციისათვის; საშვილოსნოს ყელის ანთების (ცერვიციტის) მკურნალობისას სისხლდენის შემცირების და შეხორცების სტიმულირებისათვის; ვაგინალური მიკოზის მკურნალობის შემდგომ ვაგინალური დისკომფორტის სიმპტომების შესამსუბუქებლად; ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ ადგილობრივი იმუნიტეტის კორექციისათვის.


ციკატრიდინას სანთელი გამოიყენება საღამოს ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

პრეპარატი შეიძინეთ ონლაინ

6086
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```