ჩემი ამბავი ალბათ ბევრისთვის იქნება ნაცნობიც და ჩემი გამოცდილება კი ბევრს გამოადგება ჩემი ამბავი ალბათ ბევრისთვის იქნება ნაცნობიც და ჩემი გამოცდილება კი ბევრს გამოადგება.
ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ - 30 წლის გახლავართ და ორი შვილი მყავს. პირველი ორსულობა-მშობიარობა 24 წლის ასაკში მქონდა და არ ვიცი, მაშინ უფრო კარგი ნებისყოფა მქონდა თუ ორგანიზმი უფრო მყარი, არც ბევრი მომიმატია წონაში და მალეც დავიბრუნე სასურველი ფორმა.
აი მეორე ორსულობა-მშობიარობა გაცილებით რთული აღმოჩნდა ამ კუთხით - საკმაოდ ბევრი ავკრიფე და მშობიარობის შემდეგ ძალიან გამიჭირდა წონის დაკლება.
ერთი წელი ძუძუს ვაწოვებდი ბავშვს და ამის გამო დიეტას ვერ ვიწყებდი, მერე გადავწყვიტე და დავიწყე აქტიურად მიზნისკენს სვლა.
ვცდილობდი, ჯანსაღად მეკვება, ვვარჯიშობდი, დავრბოდი, გავწევრიანდი ჯგუფებში, სადაც დიეტის და წონის კლების შესახებ სხვების გამოცდილებას ვიზიარებდი... მოკლედ, ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ძვრა არ ჰქონდა ჩემს წონას?
რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერზე მოვახერხე უარის თქმა, ტკბილეულის გარდა. ეს აღმოჩნდა ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი.
უკვე სასოწარკვეთილი ვიყავი, როცა იმავე დიეტების ჯგუფში დამეგობრებულმა ერთმა გოგონამ მირჩია სრულიად ბუნებრივი საშუალება, მიკროელემენტი, რომელიც ორგანიზმს სწორედ ამ პრობლემის დაძლევაში ეხმარება. ეს გახლავთ პიკო ქრომი - გარდა იმისა, რომ ამცირებს ლტოლვას ტკბილეულის მიმართ, ასევე ამცირებს შიმშილის გრძნობას, არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას, ხელს უწყობს ცხიმების წვას. როგორც მოგვიანებით გავარკვიე ექიმთან, ორგანიზმში ქრომის ნაკლებობა მქონდა და სწორედ ეს იწვევდა გაძლიერებულ შიმშილის გრძნობას და ტკბილეულისადმი ლტოლვას. ეს ბუნებრივი პრეპარატი კი ქრომის საჭირო დოზით უზრუნველყოფს ორგანიზმს.
ბევრი აღარ მიფიქრია, მით უმეტეს, რომ ანოტაციას გავეცანი და ის, რომ ბუნებრივი საშუალებაა და რომ მწარმოებელი დიდი ბრიტანეთია, ნდობის მოსაპოვებლად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. შედეგზე კი სულ მალე გავედი - მთავარი ხომ მიზეზის პოვნაა და მერე უკვე მასთან ბრძოლა გაცილებით იოლია.
მეოთხე თვეა სასურველ წონას ვინარჩუნებ, დავიკელი რაც დასაკლები მქონდა, ვაგრძელებ ჯანსაღად კვებას, მსუბუქ ვარჯიშებს, ტკბილეულის პრობლემა კი სრულიად გამოირიცხა.
ამიტომ გამიჩნდა სურვილი, სხვებსაც გავუზიარო ჩემი გამოცდილება, ვინც წვალობს და არ გამოსდის ეს ბრძოლა. იქნებ თქვენი მიზეზიც ქრომის ნაკლებობაა? თუ სწორედ ტკბილეულისადმი ლტოლვა და შიმშილის გაძლიერებული განცდა გიშლით ხელს დაკლებაში, თქვენც აუცილებლად უნდა სინჯოთ ეს მეთოდი.
წარმატებებს გისურვებთ!