ხილისა და ბოსტნეულის მარტივი ნიღბები
ხილისა და ბოსტნეულის მარტივი ნიღბები
გამოიყენეთ ახალი მარწყვი, ჭერამი, ატამი, ლიმონი, ფორთოხალი, პამიდორი და სხვა. სასარგებლოა ყველა სახის კანისათვის.
• სტაფილოს ნიღაბი - 200 გრ სტაფილო გახეხეთ სახეხზე, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი ნიგვზის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში.

• კიტრის ნიღაბი - კიტრს მოაცილეთ კანი, გახეხეთ სახეხზე, გამოუწრეთ წვენი (წვენი ცალკე შეინახეთ). დაიდეთ სახეზე 15-20 წუთი. მოიწმინდეთ მშრალი ბამბით, შემდეგ კიტრის წვენით. ბოლოს წაისვით კრემი.

• პომიდვრის ნიღაბი - დაიდეთ დაბანილ სახეზე წვენგამოწურული ბრტყლად დაჭრილი პომიდორი, გაიჩერეთ 20-25 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ზაფხულის პერიოდში ეს
ნიღაბი შეიძლება კვირაში 2-ჯერ გაიკეთოთ.

• ფორთოხლის ნიღაბი - გამოდგება ყველა სახის კანისათვის. არის შესანიშნავი ბიომასტიმულირებელი საშუალება. კანს ნაზ და ხავერდოვან ელფერს აძლევს. აიღეთ ერთი კვერცხის გული და გათქვიფეთ 100 გრ არაჟანთან ერთად, დაუმატეთ 1/4 სუფრის კოვზი არაყი და ნახევარი ფორთოხლის წვენი. წაისვით სახეზე და ყელის არეში.

• ლიმონის ნიღაბი - ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი გლიცერინი, ნახევარი ჭიქა მინერალური წყალი.

• გრეიპფრუტი ყველა ციტრუსზე მეტ ფერმენტს შეიცავს. გამოწურეთ ერთი გრეიპფრუტი, შეურიეთ სამი სუფრის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი და გაიწმინდეთ სახე.

• ვაშლში ბევრია სასარგებლო მინერალური მარილები, რომელთაც ბაქტერიოციდული ზემოქმედების
უნარი გააჩნია. ამიტომაც ვაშლი რეკომენდებულია გაღიზიანებული და მზეზე დამწვარი კანის სამკურნალოდ. გახეხეთ ვაშლი წვრილ სახეხზე, შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ხაჭო, დაიდეთ გაღიზიანებულ კანზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ მინერალური წყლით.
3425
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?