როდის უნდა მიიყვანოთ გოგონა პირველად გინეკოლოგთან და როდის უნდა მიმართოთ გინეკოლოგს აუცილებლად
როდის უნდა მიიყვანოთ გოგონა პირველად გინეკოლოგთან და როდის უნდა მიმართოთ გინეკოლოგს აუცილებლად
გინეკოლოგიური საკითხები ქალებისთვის ყოველთვის აქტუალურ თემად რჩება. გარდა საკუთარი თავებისა, დედებს შვილებთან დაკავშირებითაც უჩნდებათ ხოლმე კითხვები - როდის მიიყვანონ პირველად გინეკოლოგთან გოგონები, ნორმალურია თუ არა მესტრუალური დარღვევები გარდატეხის ასაკში, მართალია თუ არა, რომ ძუძუთი კვების დროს ქალი არ ფეხმძიმდება და ა.შ. ამ და სხვა საინტერესო თემებზე კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" გინეკოლოგი ლიანა ქორიძე გიპასუხებთ.

- რამდენადაა დამკვიდრებული ჩვენთან გინეკოლოგთან ვიზიტის კულტურა, ანუ ექიმთან მისვლა მაშინ, როცა არაფერი გაწუხებს?

- სამწუხაროდ, ჩვენი ქალბატონების

დიდ ნაწილს არ აქვს იმის კულტურა, რომ გინეკოლოთან კონსულტაციის მიზნით მაშინ მივიდნენ, როცა არაფერი აწუხებთ. ქალბატონები ინტენსიურად დადიან კოსმეტოლოგებთან, სოლარიუმში, იწესრიგებენ თავს, მაგრამ გინეკოლოგს ნაკლებად სტუმრობენ.


- რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალმა გინკოლოგთან სისტემური ვიზიტი კონსულტაციისთვის?

- წესით და რიგით, 15-16 წლის გოგონები ერთხელ მაინც უნდა მივიდნენ ვიზიტზე გინკოლოგთან ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად, მაგრამ თუ პაციენტს ჩივილი არ აქვს, ეს პრაქტიკულუდ არ ხდება.
30 წლამდე ქალბატონისთვის, რომელსაც არაფერი აწუხებს და დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება, წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება საკმარისია პროფილაქტიკის მიზნით. 30 წელს ზემოთ კი, ეს უკვე წელიწადში ორჯერ უნდა მოხდეს.
არიან ქალბატონები, რომლებიც წინასწარ გეგმავენ ორსულობას, იღებენ ფოლიუმის მჟავას, ვიტამინებს,

ამზადებენ ორგანიზმს და ასეთ ფონზე ხდება ორსულობა, ეს იდეალური ვარიანტია, მაგრამ იშვიათად ხდება.


- რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ გინეკოლოგს აუცილებლად, საგანგაშო ნიშნები, რომლებიც მიგვითითებენ, რომ სასწრაფოდ უნდა დავგეგმოთ ვიზიტი ექიმთან...

- იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს, ექიმთან თვეში ერთხელ ვიზიტი სრულიად საკმარისია.
თუ შენიშნეთ დისკომფორტი მუცლის არეში, სასქესო ორგანოს წვა, ქავილი, გამონადენი, სასწრაფოდ მიდით ექიმთან. გამონადენი ყველა ქალს აქვს, ოღონდ ის უნდა იყოს გამჭვირვალე და უსუნო, მაგრამ თუ არის მოყვითალო-მომწვანო, აქვს უსიამოვნო სუნი და რაოდენობრივად მომატებულია, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. არსებობს ფარული ინფექციები, რომლებიც ჩვეულებრივად ნაცხის ჩაბარების დროსაც კი არ ჩნდება და მათ დასადგენად უფრო ღრმა კვლევებია საჭირო. დღეს ასეთი დაავადების აღმოჩენა პრობელმა არაა, მთავარია, დროულად მიმართოთ ექიმს, დაგვიანებული ჩარევის შემთხვევაში მკურნალობაც რთულდება.

mshoblebi

ლიანა ქორიძე

- ტკივილები ციკლის დროს, რადმენად ნორმალურია და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს?

- როდესაც ქალს ყველაფერი მწყობრში აქვს, მენსტრუალურმა ციკლმა ყოველგვარი ტკივილების გარეშე უნდა ჩაიაროს, მაგრამ თუ ტკივილები იჩენს თავს, ესე იგი ვაწყდებით პრობლემას და აუცილებელია გინეკოლოგის ჩარევა. ასევე ტკივლს არ უნდა გრძნობდნენ სქესობრივი კავშირისას, დისკომფორტი ამ დროს ხშირად ენდომეტრიოზზე და ანთებითი პროცესის არსებობის შესაძლებლობაზე მიგვითითებს.


- გარდატეხის ასაკში ციკლის დარღვევა საგანგაშოა? როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?

- გარდატეხის ასაკში ციკლის დარღვევა საგანგაშო არაა. გოგონას ორგანიზმს პირველი 2-3 წელი სჭირდება იმისთვის, რომ, რეპროდუქციულისისტემა ჩამოყალიბდეს. როგორც უკვე აღვნიშნე, არარეგულარული ციკლი შესაძლებელია თუმცა პათოლოგიის გამოსარიცხად ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ.


- ზოგადად რა დროს ირღვევა ციკლი და რა არის ხოლმე ამის მიზეზები?

- ცილკის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დისფუნქციამ, ანთებითმა პროცესებმა და ორგანულმა პათოლოგიამ, სადაც იგულისხმება ადენომიოზი, ენდომეტრიუმის პოლიპი და საშვილისნოს კანძოვანი მიომა.


- ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შემდეგ, რამდენ ხანში შეიძლება სქესობრივი კავშირის აღდგენა და ეს რაზეა დამოკიდებული?

- ეს პირველ რიგში დამოკიდებულია მშობიარობის შემდგომი გამონადენის დასრულებაზე. ზოგადად, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ 4-6 კვირაში და საკეისრო კვეთის შემთხვევაში - 6-8 კვირაში შეიძლება სქესობრივი ცხოვრების აღდგენა.


- იწვევს თუ არა არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება დარღვევებს და რა სახის შეიძლება იყოს ისინი?

- ასე ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე კონკრეტულ დარღვევას და დაავადებას იწვევს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება, მაგრამ ეს საკითხი რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე - ეს ფაქტია. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო ორსულების სექსუალურ ცხოვრებაზე. ორსულობა ავადმყოფობა არ არის, ამიტომ ორსულებმა სქესობრივ კავშირზე უარი არ უნდა თქვან. თუ ქალს ყველაფერი წესრიგში აქვს, ორსულობა მიდის ნორმის ფარგლებში, მაშინ მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ისევე, როგორც დაფეხმძიმებამდე. რასკვირველია, ნაყოფის ზრდასთან ერთად გარკვეულ შეზღუდვებს ვუწესებთ ორსულებს, მაგრამ სრულიად აკრძალვა სწორი არ არის.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში, თუ ქალს არანაირი გართულებები არ აღენიშნება, სქესობრივ ცხოვრებაზე შეზღუდვები არ უწესდება. მეორე ტრიმესტრში, ნაყოფისა და მუცლის ზრდასთან ერთად, გარკვეული შეზღუდვები წესდება . მესამე ტრიმესტრში მშობიარობამდე ორი კვირით ადრე სასურველია წყვილმა თავი შეიკავოს სქესობრივი კონტაქტისგან, რადგან არ მოხდეს ნაადრევი მშობიარობის პროვოცირება.


- შესაძლებელია არასწორმა ცხოვრების წესმა, დაბინძურებულმა გარემომ, სტრესმა გამოიწვიოს, ან მაპროვოცირებელი იყოს ამა თუ იმ გინეკოლოგიური დაავადებისა?

- დაბინძურებული გარემო ჩვენი საუკუნის ძირითადი პრობლემაა და რასაკვირველია, გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.


- ინფექციებზე ზღვა გამახსენდა... თქვენ როგორც გინეკოლოგი რა რჩევას მისცემდით ქალებს, ვინც ზღვაზე მიდის დასასვენებლად?

- სასურველია ზღვაზე დასვენების შემდეგ ქალმა მიმართოს გინეკოლოგს.


- იქნებ რამდენიმე რჩევა მივცეთ ქალებს, რომ ჯანმრთელები იყვნენ და არ შეაწუხოთ გინეკოლოგიურმა პრობლემებმა...

- ჩემი ძირითადი რჩევაა ქალებმა მიმართონ გინეკოლოგს გეგმიურად, ჩაიტარონ კვლევები, დროულად აღმოჩენილი დაავადება აიოლებს მკურნალობას.

ციცი ომანიძე
6394
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
jaja
0
ჯერ ერთი და რანაირი უკულტურო და ქორვაჭარი ექიმები არიან ქართველები (განსაკუთრებით ქალები) და მერე გიკვირთ ამ სულგაყიდულებთან სანამ არ დაეცემიან იქამდე რომ არ მიდიან ქალები!
00:26 / 26-07-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```