რა უნდა იცოდეთ ინტიმურ ურთიერთობებზე ორსულობისას და მშობიარობის შემდეგ გინეკოლოგიური საკითხები ქალებისთვის ყოველთვის აქტუალურ თემად რჩება. გარდა საკუთარი თავებისა, დედებს შვილებთან დაკავშირებითაც უჩნდებათ ხოლმე კითხვები - როდის მიიყვანონ პირველად გინეკოლოგთან გოგონები, ნორმალურია თუ არა მესტრუალური დარღვევები გარდატეხის ასაკში, მართალია თუ არა, რომ ძუძუთი კვების დროს ქალი არ ფეხმძიმდება და ა.შ. ამ და სხვა საინტერესო თემებზე კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" გინეკოლოგი ლიანა ქორიძე გიპასუხებთ.
- სამწუხაროდ, ჩვენი ქალბატონების დიდ ნაწილს არ აქვს იმის კულტურა, რომ გინეკოლოთან კონსულტაციის მიზნით მაშინ მივიდნენ, როცა არაფერი აწუხებთ. ქალბატონები ინტენსიურად დადიან კოსმეტოლოგებთან, სოლარიუმში, იწესრიგებენ თავს, მაგრამ გინეკოლოგს ნაკლებად სტუმრობენ.
- წესით და რიგით, 15-16 წლის გოგონები ერთხელ მაინც უნდა მივიდნენ ვიზიტზე გინკოლოგთან ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად, მაგრამ თუ პაციენტს ჩივილი არ აქვს, ეს პრაქტიკულუდ არ ხდება.
30 წლამდე ქალბატონისთვის, რომელსაც არაფერი აწუხებს და დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება, წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება საკმარისია პროფილაქტიკის მიზნით. 30 წელს ზემოთ კი, ეს უკვე წელიწადში ორჯერ უნდა მოხდეს.
არიან ქალბატონები, რომლებიც წინასწარ გეგმავენ ორსულობას, იღებენ ფოლიუმის მჟავას, ვიტამინებს, ამზადებენ ორგანიზმს და ასეთ ფონზე ხდება ორსულობა, ეს იდეალური ვარიანტია, მაგრამ იშვიათად ხდება.
თუ შენიშნეთ დისკომფორტი მუცლის არეში, სასქესო ორგანოს წვა, ქავილი, გამონადენი, სასწრაფოდ მიდით ექიმთან. გამონადენი ყველა ქალს აქვს, ოღონდ ის უნდა იყოს გამჭვირვალე და უსუნო, მაგრამ თუ არის მოყვითალო-მომწვანო, აქვს უსიამოვნო სუნი და რაოდენობრივად მომატებულია, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. არსებობს ფარული ინფექციები, რომლებიც ჩვეულებრივად ნაცხის ჩაბარების დროსაც კი არ ჩნდება და მათ დასადგენად უფრო ღრმა კვლევებია საჭირო. დღეს ასეთი დაავადების აღმოჩენა პრობელმა არაა, მთავარია, დროულად მიმართოთ ექიმს, დაგვიანებული ჩარევის შემთხვევაში მკურნალობაც რთულდება.
- როდესაც ქალს ყველაფერი მწყობრში აქვს, მენსტრუალურმა ციკლმა ყოველგვარი ტკივილების გარეშე უნდა ჩაიაროს, მაგრამ თუ ტკივილები იჩენს თავს, ესე იგი ვაწყდებით პრობლემას და აუცილებელია გინეკოლოგის ჩარევა. ასევე ტკივლს არ უნდა გრძნობდნენ სქესობრივი კავშირისას, დისკომფორტი ამ დროს ხშირად ენდომეტრიოზზე და ანთებითი პროცესის არსებობის შესაძლებლობაზე მიგვითითებს.
- გარდატეხის ასაკში ციკლის დარღვევა საგანგაშო არაა. გოგონას ორგანიზმს პირველი 2-3 წელი სჭირდება იმისთვის, რომ, რეპროდუქციულისისტემა ჩამოყალიბდეს. როგორც უკვე აღვნიშნე, არარეგულარული ციკლი შესაძლებელია თუმცა პათოლოგიის გამოსარიცხად ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ.
- ცილკის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დისფუნქციამ, ანთებითმა პროცესებმა და ორგანულმა პათოლოგიამ, სადაც იგულისხმება ადენომიოზი, ენდომეტრიუმის პოლიპი და საშვილისნოს კანძოვანი მიომა.
- ეს პირველ რიგში დამოკიდებულია მშობიარობის შემდგომი გამონადენის დასრულებაზე. ზოგადად, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ 4-6 კვირაში და საკეისრო კვეთის შემთხვევაში - 6-8 კვირაში შეიძლება სქესობრივი ცხოვრების აღდგენა.
- ასე ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე კონკრეტულ დარღვევას და დაავადებას იწვევს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება, მაგრამ ეს საკითხი რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე - ეს ფაქტია. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო ორსულების სექსუალურ ცხოვრებაზე. ორსულობა ავადმყოფობა არ არის, ამიტომ ორსულებმა სქესობრივ კავშირზე უარი არ უნდა თქვან. თუ ქალს ყველაფერი წესრიგში აქვს, ორსულობა მიდის ნორმის ფარგლებში, მაშინ მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ისევე, როგორც დაფეხმძიმებამდე. რასკვირველია, ნაყოფის ზრდასთან ერთად გარკვეულ შეზღუდვებს ვუწესებთ ორსულებს, მაგრამ სრულიად აკრძალვა სწორი არ არის.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში, თუ ქალს არანაირი გართულებები არ აღენიშნება, სქესობრივ ცხოვრებაზე შეზღუდვები არ უწესდება. მეორე ტრიმესტრში, ნაყოფისა და მუცლის ზრდასთან ერთად, გარკვეული შეზღუდვები წესდება . მესამე ტრიმესტრში მშობიარობამდე ორი კვირით ადრე სასურველია წყვილმა თავი შეიკავოს სქესობრივი კონტაქტისგან, რადგან არ მოხდეს ნაადრევი მშობიარობის პროვოცირება.
- დაბინძურებული გარემო ჩვენი საუკუნის ძირითადი პრობლემაა და რასაკვირველია, გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
- სასურველია ზღვაზე დასვენების შემდეგ ქალმა მიმართოს გინეკოლოგს.
- ჩემი ძირითადი რჩევაა ქალებმა მიმართონ გინეკოლოგს გეგმიურად, ჩაიტარონ კვლევები, დროულად აღმოჩენილი დაავადება აიოლებს მკურნალობას.
ციცი ომანიძე