ირინა ონაშვილი, მოდელი:
- ვუერთდები აზრს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ასაკის მატებასთან ერთად, რადგან გინდა, მაქსიმალურად გვიან დაბერდე და "მოჭკნე", სხეული შეძლებისდაგვარად მკვრივად გამოიყურებოდეს. ახლა ზუსტად ის პერიოდი მაქვს, როცა უკვე ხვდები, რომ რაღაცების უფლება აღარ გაქვს და შესაბამისად, ცდილობ, საკვები იქნება ეს
ვატყობ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, სხეულის ფორმებიც იცვლება, მით უმეტეს, ორი ბავშვის გაჩენის შემდეგ, ამიტომ ის ფუფუნება, რომ როცა გინდა, მაშინ დაიკლებ, აღარ არის. თუმცა, მთელი ბავშვობა ვამბობდი, რომ დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ და საკმაოდ მსუყედ და კალორიულად ვიკვებებოდი. ახლა ამას ვერიდები. მეორე ბავშვზე ორსულობისას ძალიან ბევრი - 25 კილოგრამი მოვიმატე და შესაბამისად, უკვე ისე ადვილი არ იყო დაკლება, როგორც პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, როცა 20 კილოგრამი მოვიმატე. საღამოს საათებში ცომეულს ვზღუდავდი. ვცდილობ, დღის განმავლობაში ბევრი წყალი დავლიო.
ირინა ონაშვილი: „რეალურად ჩევნი შვილებისთვის, ყველაზე მაგარი ექიმები ჩვენ ვართ“
- ვარჯიშს ახერხებთ?
- ყოველთვის

- ესთეტიკურ ცენტრში კანის მოვლის პროცედურებს თუ იტარებთ?
- მოგეხსენებათ, საკუთარი სილამაზის ცენტრი მაქვს, სადაც ჩემი კოსმეტოლოგი მყავს. პირველ რიგში, ბუნებრიობა მინდა შევინარჩუნო და როგორც ყველა ქალბატონს, მეც არ მინდა, კანი მალე დამიჭკნეს, ნაოჭები გამიჩნდეს. საბედნიეროდ, ქართულ ბაზარზე საკმაოდ ხარისხიანი და ბუნებრივ კომპონენტებთან ახლოს მყოფი პროდუქცია შემოდის. ვერ მოგატყუებთ, რომ სულ თავის მოვლით ვარ დაკავებული, მაგრამ პერიოდულად ვცდილობ კანის დატენიანებას და ა.შ. რაიმე განსაკუთრებულ ჩარევებს, ბოტოქსებს და ძლიერ პროცედურებს არ მივმართავ. უბრალოდ, ვუვლი, ახალგაზრდობის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად. ბიორევიტალიზაციის პროცედურას ვიკეთებ, რადგან ვიცი, მარტო კარგი საცხებით დაბერების პროცესს ვერ შეაჩერებ. განაგრძეთ კითხვა