როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ცისტიტი და სხვა ქალური პრობლემები, და როგორ უნდა ვიმკურნალოთ?
ინტიმური ჰიგიენა
გოგონას ინტიმურ ჰიგიენას გინეკოლოგები უფრო მნიშვნელოვნად თვლიან, ვიდრე მოზრდილი ქალისას. საქმე ისაა, რომ გოგონას ჯერ ესტროგენული დაცვა არ აქვს და მათი სასქესო სისტემა ინფექციებისა და ანთებების მიმართ არამდგრადია. ამიტომ ბავშვის ინტიმური ზონების მოვლა ძალიან საყურადღებოა.არსებობს რამდენიმე ზოგადი წესი:
1. გოგონას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირადი ჰიგიენის ნივთები - საკუთარი საპონი, პირსახოცი და ღრუბელი.2. ჰიგიენური პროცედურის წინ აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნით. წყლის ნაკადი კი ბავშვის მუცლიდან დუნდულებისკენ უნდა მიმართოთ. ამავე მიმართულებით უნდა წაუსვათ საპონიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ინფექცია შეიჭრას.
3. გამოიყენეთ РН ნეიტრალური საბავშვო საპონი.
4. ჰიგიენური პროცედურა დღეში ორჯერ - დილით და ძილის წინ უნდა ჩაიტაროთ. დასაბანმა საშუალებამ საშოში არ უნდა შეაღწიოს, რადგან შეიძლება მიკროფლორის
5. ერიდეთ სინთეტიკის საცვლებს. ისინი კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ და ხელს უწყობენ ანთებით პროცესებს.
6. გოგონას საცვალი რბილი ბამბის ქსოვილისგან უნდა იყოს დამზადებული.
7. საცვალი დღეში 2-ჯერ უნდა გამოიცვალოთ.
8. ნუ მიიღებთ ბრმად ანტიბიოტიკებს. დღეს ინტერნეტი გაივსო ცისტიტის სამკურნალო სხვადასხვა რჩევით, მაგრამ იცოდეთ, რომ თვითმკურნალობით ექიმს არ აძლევთ საშუალებას ინფექციის შეჭრის ნამდვილი მიზეზი გაიგოს.
9. დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი, კიდევ უფრო უკეთესია შტოშის წვენი. არავითარ შემთხვევაში არ მოითმინოთ, როცა ტუალეტში გინდათ. და მიიღეთ თბილი (არა ცხელი) აბაზანები.
10. მიიღეთ ბუნებრივი, არაქიმიური საშუალება - ცისტიქეა, რომელიც 12 წლიდან ინიშნება და ურეცეპტოდ გაიცემა. მასში არის კალიუმის საჭირო დღიური დოზა, შეიცავს c ვიტამინს, რომელიც არის წყალში ხსნადი, რომელიც ასევე გაძლიერებული შარდვის დროს გამოიდევნება ორგანიზმიდან კალიუმთან ერთად, რაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სისხლძარღვის კედლების სიმყიფეს. ასევე შეიცავს ბუნებრიც ანტიბიოტიკებს და ხალხური მედიცინის მიერ აღიარებულ მცენარეებს - შტოშს, ოხრახუშსა და ღვიას. სამივე პროდუქტი ხასიათდება შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებებით.
ასე რომ, მთავარია ჰიგიენა, თავის მოვლა და ქიმიური პრეპარატების ნაცვლად, ბუნებრივი საშუალებების გამოყენება.