ამ წესების დაცვა ბევრ ქალურ პრობლემას აგარიდებთ თუ შეამჩნევთ, რომ ტუალეტში სიარულს ჩვეულებრივზე მეტად მოუხშირებთ, ხოლო შარდვის დროს გტკივათ, გეწვით, გაქვთ შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, ტკივილი წელის არეში,დისკომფორტის შეგრძნება ქვედა ცენტრლურ ნაწილში, ღამით შარდვის გაძლიერება - ეს ცისტიტის ნიშანია, ანუ შარდის ბუშტის ანთების. ეს სიმპტომები განსაკუთრებით ნაცნობი და მტკივნეულია მოზარდი გოგონებისთვის, ასევე ახალგათხოვილებისთვის (მათ შემთხვევაში ეს დაკავშრებული სქესობრივი ცხოვრების დაწყების ეტაპთან.). ხშირად ვერც ხვდებიან, რას უკავშირდება მსგავსი სიმპტომები და როგორ უნდა იმოქმედონ.
როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ცისტიტი და სხვა ქალური პრობლემები, და როგორ უნდა ვიმკურნალოთ?
2. ჰიგიენური პროცედურის წინ აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნით. წყლის ნაკადი კი ბავშვის მუცლიდან დუნდულებისკენ უნდა მიმართოთ. ამავე მიმართულებით უნდა წაუსვათ საპონიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ინფექცია შეიჭრას.
3. გამოიყენეთ РН ნეიტრალური საბავშვო საპონი.
4. ჰიგიენური პროცედურა დღეში ორჯერ - დილით და ძილის წინ უნდა ჩაიტაროთ. დასაბანმა საშუალებამ საშოში არ უნდა შეაღწიოს, რადგან შეიძლება მიკროფლორის დარღვევა გამოიწვიოს.
5. ერიდეთ სინთეტიკის საცვლებს. ისინი კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ და ხელს უწყობენ ანთებით პროცესებს.
6. გოგონას საცვალი რბილი ბამბის ქსოვილისგან უნდა იყოს დამზადებული.
7. საცვალი დღეში 2-ჯერ უნდა გამოიცვალოთ.
8. ნუ მიიღებთ ბრმად ანტიბიოტიკებს. დღეს ინტერნეტი გაივსო ცისტიტის სამკურნალო სხვადასხვა რჩევით, მაგრამ იცოდეთ, რომ თვითმკურნალობით ექიმს არ აძლევთ საშუალებას ინფექციის შეჭრის ნამდვილი მიზეზი გაიგოს.
9. დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი, კიდევ უფრო უკეთესია შტოშის წვენი. არავითარ შემთხვევაში არ მოითმინოთ, როცა ტუალეტში გინდათ. და მიიღეთ თბილი (არა ცხელი) აბაზანები.
10. მიიღეთ ბუნებრივი, არაქიმიური საშუალება - ცისტიქეა, რომელიც 12 წლიდან ინიშნება და ურეცეპტოდ გაიცემა. მასში არის კალიუმის საჭირო დღიური დოზა, შეიცავს c ვიტამინს, რომელიც არის წყალში ხსნადი, რომელიც ასევე გაძლიერებული შარდვის დროს გამოიდევნება ორგანიზმიდან კალიუმთან ერთად, რაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სისხლძარღვის კედლების სიმყიფეს. ასევე შეიცავს ბუნებრიც ანტიბიოტიკებს და ხალხური მედიცინის მიერ აღიარებულ მცენარეებს - შტოშს, ოხრახუშსა და ღვიას. სამივე პროდუქტი ხასიათდება შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებებით.
ასე რომ, მთავარია ჰიგიენა, თავის მოვლა და ქიმიური პრეპარატების ნაცვლად, ბუნებრივი საშუალებების გამოყენება.