როგორ მოიშოროთ შავი წერტილები ვაზელინისა და საკვების შესაფუთი პარკის საშუალებით
როგორ მოიშოროთ შავი წერტილები ვაზელინისა და საკვების შესაფუთი პარკის საშუალებით
გარკვეული დროის უკან Beauty-ბლოგერმა ფეიამ, რომელსაც heyitsfeiii -ს სახელით Youtube -ზე მიჰყავს არხი, ატვირთა ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახეზე.

პროცედურა იწყება ცხვირსა და ლოყებზე ვაზელინის წასმით. ფეიას რეკომენდაციით უმჯობესია გამოიყენოთ ვაზელინი ყოველგვარი დანამატების გარეშე.

შემდეგ გოგონა კანზე იფარებს საკვების შესაფუთი პარკის ორ ფენას.

ასე სძინავს მას მთელი ღამე, დილით კი იხსნის კომპრესს და კანს ორი ცალი ყურის ჩხირის დახმარებით ისუფთავებს.

ჰოსპიტალური ქსელი "მედალფა" გთავაზობთ: ალერგოლოგის კონსულტაცია, დერმატოლოგის კონულტაცია,
სისხლის საერთო ანალიზი და IgE ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში 50%-იანი ფასდაკლებით


ის ჩხირებით აწვება კანს და ათავისუფლებს ფორებს. თუ ამ პროცედურის შემდეგ რამდენიმე ღრმა ნაწიბური რჩება, გოგონა მათ ხელით იშორებს.

ფეიას თქმით, შავი წერტილებისგან სახის წმენდის ყველა ჩატარებულ პროცედურას შორის ეს ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა. მან ეს სახის მოვლის მუდმივ კოსმეტიკურ პროცედურებს შორის უკვე შეიტანა.

შავი წერტილების მოსაშორებელი სრული ინსტრუქცია იხილეთ ვიდეოში
3090
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?