რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტაროს ქალმა საშვილოსნოს, ფარისებრი ჯირკვლის და მკერდის კვლევები ჯანმრთელობას საფრთხე რომ არ შევუქმნათ, აუცილებლად უნდა გავესინჯოთ ექიმს და პროფილაქტიკისთვის ჩავიტაროთ გამოკვლევები, ამაზე თითქოს არავინ დავობს, თუმცა როცა საქმე სიმსივნურ დაავადებებს ეხება, ადამიანთა უმრავლესობას შიში იპყრობს და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ექიმთან გამოკვლევებზე არ მიდიან, ესეც არის. თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების პრევენციის მიზნით ექიმთან დროული ვიზიტი, ამის შესახებ გვესაუბრება ექიმი-რადიოლოგი, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის და ევროპის კარდიოასკოლური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციაციის წევრი მირანდა ხეთერელი.
- უმეტეს შემთხვევაში მოგვმართავენ ისეთი პაციენტები, რომელთაც დაავადების დამახასიათებელი ჩივილები უკვე აქვთ. რაც თავისთავად არ არის სწორი. აუცილებელია პროფილაქტიკის მიზნით ექვს თვეში ერთხელ ყველა ქალბატონმა უნდა გააკონტროლოს მისი ჯანმთელობის მდგომარეობა. პრევენციის მიზნით საჭიროა კომპლექსური გამოკვლევა, როგორც გინეკოლოგიური, ასევე ფარისებრი და სარძევე ჯირკვლის მიმართულებით.
- როგორც ფარისებრ ასევე სარძევე ჯირკვალში, თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება საწყის ეტაპზე. ამიტომ, პათოლოგიის აღმოჩენა ხშირად ხდება მოგვიანებით. იმისათვის, რომ ჯანმთელობას საფრთხე არ შევუქმნათ, აუცილებელია დროულად მივმართოთ ექიმს პროფილაქტიკურ გასინჯვაზე.საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევების მიხედვით საკმაოდ იმატა ფარისიებრი და სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვმა და გაახალგაზრდავდა ასაკი. რაც ქვეყნისათვის არასასურველი ტენდენციაა.
- დაბინძურებული ჰაერი, არაჯანსაღი საკვები, ზოგადი სტრესული მდგომარეობა, ცხოვრებისათვის შექმნილი არასათანადო პირობები. ეს მოკლე ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ესა თუ ის პათოლოგია.
- მოგახსენებთ. ჩვენთან, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაავადებათა სკრინინგის პროგრამას ახორციელებს თბილისის მასშტაბით,რაც მოიცავს, უფასო გამოკვლევებს ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს პრევენციისათვის. სკრინინგის პროგრამა უფასოა თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, განსაზღვრული ასაკოვანი ჯგუფების გათვალისწინებით:
• 25-დან 70 წლის ჩათვლით - ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი. • 40-დან 70 წლის ჩათვლით - ძუძუს კიბოს სკრინინგი. • 25-დან 60 წლის ჩათვლით - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. • 50-დან 70 წლის ჩათვლით - მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. • 50-დან 70 წლის ჩათვლით - პროსტატის კიბოს სკრინინგი.
დაავადებათა სკრინინგის პროგრამას სრულად აფინანსებს თბილისის მერია.
- ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მაგრამ, გამართლება არ აქვს უყურადღებობას. როგორმე უნდა მოვახერხოთ და გავესინჯოთ ექიმს. როგორც გითხარით, არის ისეთი პათოლოგიები, რომლებიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამიტომ არის საჭირო დროული კონსულტაციები ექიმ-სპეციალისტთან.
- საზღვარგარეთ თითქმის ყველა კლინიკაში არის ფსიქოლოგის სამსახური, რომელიც ამ ტიპის პაციენტებს უწევს დახმარებას. ჩვენს ქვეყანაში ჯერ-ჯერობით არ არის დანერგილი მსგავსი სერვისი. ალბათ დადგება ამის დროც. ჩვენ თვითონ ექიმები ვზრუნავთ, რომ ავუმაღლოთ პაციენტებს მოტივაცია. უფრო მეტიც, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს პაციენტები, რომლებიც წლების განმავლობაში დადიოდნენ სამკურნალოდ და გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ორგანიზმში დაავადების კვალიც კი არ დარჩენილა. ვგულისხმობ ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპს. სწორედ ეს არის სკრინინგის პლუსი, რომ ადრეულ ეტაპზე ხდება დაავადების აღმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის დაწყება.