ბრიტანელმა ექიმებმა 35-47 წლის ასაკის 400 ქალი გამოიკვლიეს რაც არ უნდა შევალამაზოთ სინამდვილე, მენოპაუზა უკვე ის ეტაპია, რომლის გადავადებაში ნებისმიერი ქალი ყველაფერს გაიღებდა. კლიმაქსი საშუალოდ, 45 წლის ასაკში იწყება. ამ დროს ქალი სექსუალურად ისევ აქტიურია, თუმცა მენოპაუზა მაინც უშლის ხელს სრულფასოვან ცხოვრებაში. თუ გინდათ, რომ ეს პერიოდი ნაადრევად არ დადგეს, მოწევას უნდა დაანებოთ თავი. სიგარეტი კლიმაქსის დაწყებას აჩქარებს.
ბრიტანელმა ექიმებმა 35-47 წლის ასაკის 400 ქალი გამოიკვლიეს. დაკვირვება 14 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
აღმოჩნდა, რომ მწეველებს მენოპაუზა ერთი წლით ადრე ეწყებოდათ. საინტერესოა, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ თეთრკანიან ქალებში გამოვლინდა. შავკანიანი მწეველები არ დაზარალებულად.
ანუ ნაადრევი კლიმაქსის საშიშროება კიდევ ერთი მიზეზია, რომ ქალმა მოწევას თავი დაანებოს. მოწევა ასევე პროვოცირებას უწევს მკერდის კიბოს, განსაკუთრებით, ორალური კონტრაცეპტივების ხმარების დროს.