3 ყველაზე გავრცელებული სქესობრივი დაავადება და გინეკოლოგის რჩევები
3 ყველაზე გავრცელებული სქესობრივი დაავადება და გინეკოლოგის რჩევები
იმისათვის რომ ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, მით უმეტეს ახლა, როცა საკურორტო სეზონი იწყება და ხშირად ზღვაზე, წყლიდან თუ ქვიშიდანაც კი ხდება დასნებოვნება, ჯანმრთელობის სახლის გინეკოლოგი ნათელა სუჯაშვილი გვესაუბრება.

- სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექციებია - გონორეა, ტრიქომონა, ქლამიდია, სიფილისი, ურეოპლაზმა, მიკოპლაზმა, გარდნელერა. აგრეთვე, ვისუსები: ციტომეგალო ვირუსი, პაპილომა ვირუსი, აიც ინფექცია, გენიტალური ჰერპესი, ტოქსოპლაზმა და კანდიდა. სულ 30-მდე დასახელების ინფექცია არსებობს, მაგრამ სამი ყველაზე ხშირი დაავადება არის

ბაქტერიული ვაგინოზი (გამოწვეული მიკოპლაზმით და გარდნელერით), ტრიქომონიაზი და კანდიდოზი.


- საზაფხული-საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად იზრდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გახშირების რისკიც, რა არის პრევენციის გზა?

- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციისთვის რეკომენდებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი, უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრება (დამცავი საშუალებების გამოყენებით), პირადი ჰიგიენის დაცვა, სხვისი პირადი ნივთების მოხმარებისგან თავის შეკავება და აუზის სიფრთხილით შერჩევა, სადაც დაცული იქნება სანიტარულ ჰიგიენური ნორმები.

mshoblebi
ნათელა სუჯაშვილი

- ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა ვაგინიტი...

- ვაგინიტი არის საშოს ლორწოვანი შრის ანთება, რაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პათოლოგიურმა ბაქტერიამ ან ვირუსმა. ვაგინიტის ძირითადი სიმპტომებია:

  • წვა და ტკივილი;
  • მტკივნეული სქესობრივი აქტი;
  • ჭარბი ჩირქოვანი გამონადენი;
  • წყლულოვანი გამონაყარი;
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
  • გადიდებული ლიმფური კვანძები საზარდულის არეში;

მკურნალობა მწვავე პერიოდში გაცილებით ხანმოკლე და ეფექტურია,

ვიდრე ქვემწვავე ან ქრონიკულად მინდინარეობის დროს. ქრონიკული ინფექციის დროს ხდება სიმპტომების ნიველირება/შემცირება ან უსიმპტომო მიმდინარეობა. ასეთია მაგალითად, ქლამიდიური ინფექცია, რაც შეიძლება აღმოჩენილ იქნეს სრულიად განსხვავებული ჩივილების არსებობისას, მაგალითად, სახსრების ტკივილის, მხედველობის ან გულისმხრივ ჩივილების დროს. პირველივე ზემოაღნული სიმპტომის გამოვლინების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. ჩივილების არქონის შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვანია ექიმ-გინეკოლოგთან ყოველწლიური ვიზიტი. ქლამიდიური ინფექციით დაავადებულ ყველა პაციენტს საჭიროა განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდეს მკურნალობის დასრულებიდან 3 თვეში. სასურველია მკურნალობა ჩაიტაროს ორივე პარტნიორმა ერთდროულად, რეინფიცირების რისკის შემცირების თვალსაზრისით.


- როგორ უნდა დავიცვათ თავი ინფექციებისგან?

- ინფექციისგან თავის დაცვის მიზნით, რეკომენდებულია მოწესრიგებული სქესობრივი ცხოვრება, თავდაცვის საშუალების გამოყენება და პირადი ჰიგიენის დაცვა. მკურნალობის შემდგომი ინფექციების უმრავლესობა განპიობებულია რეინფექციით, რომელიც ხშირად არანამკურნალები პარტნიორის მიზეზით ვითარდება.


- პაპილომა ვირუსის აცრაზეც გვაინტერესებ თქვენი აზრი...

- ადამიანის პაპილომა ვირუსის და B ჰეპატიტის მიმართ არსებობს ეფექტური აცრები. პაპილომა ვირუსის შემთხვევაში, რეკომენდებულია გოგონების აცრა 26 წლის ასაკამდე, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში, 21 წლის ასაკამდე. ნებისმიერი არანამკურნალები ან არასრულფასოვნად ნამკურნალები ინფექცია დიდ საფრთხეს უქმნის რეპროდუქციულ ფუნქციას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ციცი ომანიძე

6744
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```