გადაღლილი და დანევროზებული დედების მშველელი
გადაღლილი და დანევროზებული დედების მშველელი
გადაღლისა და გამუდმებული სტრესებისგან განსაკუთრებით ქალები იტანჯებიან. მათ ხომ დრო უნდა გაანაწილონ შვილებზე, საოჯახო თუ საგარეო საქმეებზე, ქმარზე... ეს არც ისე იოლია. უძილობას, ნერვიულობას, ფიზიკურ დატვირთვებს თავისი შედეგები მოაქვს. ფსიქოლოგები თუ მედიკოსები მოდუნების, დასვენების, რელაქსაციის სხვადასხვა საშუალებას გვთავაზობენ, შედარებით მარტივს:

  1. ღრმად ისუნთქეთ - მაგალითად, მაღაზიაში ხართ, სალაროს რიგში. რამდენიმე თავისუფალი წუთი გაქვთ და თან ნერვები არ გყოფნით. მაშინვე გამონახეთ დრო ღრმა სუნთქვისთვის. თუნდაც 5 ნელი და ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა
    გააკეთეთ. მაშინვე დაწყნარდებით. ასეთივე სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარებათ, როცა ბავშვი ძალიან გამოგიყვანთ წყობილებიდან – ნახავთ, როგორ იოლად დაწყნარდებით და შეიძლება, გადაიფიქროთ კიდეც ბავშვის დასჯა.
  2. მეტი იმოძრავეთ - თუნდაც ისეთი სამუშაო გქონდეთ, რომ დიდხანს ჯდომა გიწევთ, არ დაგავიწყდეთ მოძრაობა, გავარჯიშება. მოიგონეთ რამე მიზეზი და ადექით ხოლმე, გაიარ-გამოიარეთ. გააკეთეთ მარტივი წრიული მოძრაობები ხელებით, თავი მიატრიალ-მოატრიალეთ. სხეულსაც გამოაფხიზლებთ და უკეთაც იმუშავებთ.
  3. ისეირნეთ - სუფთა ჰაერზე სეირნობა ყველასთვის კარგია, განსაკუთრებით, დაძაბული და გადაღლილი ადამიანისთვის. ახლა ბევრი მიზეზი გაქვთ ამისთვის – ბავშვიც გაასეირნეთ და თქვენც ისეირნეთ. ოღონდ ბავშვთან ერთად უნდა იმოძრაოთ თქვენც, და არა ისე, რომ ბავშვი თამაშობდეს და თქვენ ერთი საათი სკამზე იჯდეთ.
  4. არ დაივიწყოთ ღიმილი - ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ საბაბი
    ღიმილისთვის. ბავშვები იმდენ სახალისო რამეს აკეთებენ, ამაზე ხშირად გაგეღიმებათ, მთავარია, სწორად შეხედოთ ყველაფერს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კარგი განწყობა მოდის არა მხოლოდ პოზიტიური ემოციებით, არამედ პოზიტიური ემოციები ღიმილსაც მოაქვს. გაიხსენეთ რაიმე სახალისო მომენტი თქვენი ცხოვრებიდან, მხიარული მულტფილმი, ფილმი და გაიღიმეთ.
  5. ხშირად იხუმრეთ - ჯანსაღი იუმორი ყველასთვის კარგია. ალბათ შეგიმჩნევიათ, დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს როგორ იოლად გეცინებათ სულელურ ხუმრობებზეც კი. ამგვარად გამოდის დაძაბულობიდან ადამიანი.
  6. ყოველთვის გახსოვდეთ: რაც უნდა ცუდი რამ მოხდეს, ყოველთვის შეიძლება იფიქრო, რომ ამაზე უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო და გახსოვდეთ ისიც, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. გახსოვდეთ, რომ თქვენ უკვე ხართ ძალიან ბედნიერი – თქვენ ხომ დედა გქვიათ!
  7. ასევე აუცილებელია მიიღოთ მსუბუქი, არა ქიმიური, არამედ მცენარეული, გამოცდილი საშუალებები. მაგალითად, ფიტორემი, რომელიც "სახალხო აფთიაქში" იყიდება და უძილობის, ძილის რიტმის დარღვევისა და დაძაბულობის მოხსნისათვის აღიარებული საუკეთესო საშუალებაა. ეს პრეპარატი განსხვავებულია სხვა პროდუქტისაგან იმით, რომ სხვადასხვა მცენარეული დამამშვიდებლების გარდა შეიცავს მელატონინს. მელატონინი არის ჯანსაღი ძილის, დღის განმავლობაში ენერგიის, სიმშვიდის, გულის, სისხლძარღვების, ნერვების და იმუნიტეტის ჯანმრთელობის ხელშემწყობი. მელატონინი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერები ყველა გზით ცდილობენ ადამიანის ორგანიზმს ეს ნივთიერება არ მოაკლონ, ამიტომ ამ ბოლო დროს მისი დამატება დაიწყეს კბილის პასტებშიც. ასე რომ, ადვილი მისახვედრია, რამდენად მნიშვნელოვანია დაღლილი და უძილო დედებისთვის პრეპარატი, რომელშიც ეს ჯადოსნური ნივთიერება შედის. და არა მარტო დედებისთვის - 14 წლის ზემოთ ნებისმიერი ადამიანისთვის ნაჩვენებია, ვისაც უძილობა, მოუსვენრობა, შფოთვა და გადაღლა აწუხებს - ეს კი ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანის თანმდევია.


mshoblebi

პრეპარატის შეძენა შეგიძლიათ სახალხო აფთიაქში

11395
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
Eh
0
Neta ubralod damasvena Shvebuleba Pinansebii Janmrteloba
23:32 / 09-10-2018
Nita
0
ნიტა და ანას პასუხად -ს, ჩასწორებულია, ჩემი შენიშვნის მერე. :)
16:09 / 26-07-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```